მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

2015-05-27 00:20

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

„დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის ღირსების, სიამაყის, დიდების, აწმყოსა და მომავლის ზეიმია. პატარების ჟრიამული ისმის ყველგან, მომღიმარი სახეების, ხალისიანი ადამიანების სიმრავლეა ამ მოედანზე. ასეთ ღირსშესანიშნავ დღეს ყოველ ჩვენგანს უჩნდება სინანულის გრძნობა დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის გამო. ჩვენ გვერდით არ არიან აფხაზები და ოსები. სამწუხაროა, რომ დღეს ერთად არ ვზეიმობთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს. მაგრამ ყოველ ჩვენგანს სწამს, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, აფხაზები, ოსები და ქართველები აღადგენენ წარსულ ურთიერთობებს. წარმიუდგენელია ძაფი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაკავშირებდა საბოლოოდ გაწყდეს. ეს შეუძლებელია. მდინარე აღმა ვერ ივლის, ის გზას იკაფავს იქითკენ, საითაც ბუნების ხმა უხმობს. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დიდებული დღე, გამარჯვებები და წინსვლა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

წყარო : "აფხაზეთის ა/რ მთავრობა"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup