მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „მეხსიერების საგანძურიდან“ ამოკრეფილი სახსოვარი გამოიფინა

2015-07-14 13:02

„მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან", ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის" ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. იდეის ავტორია ნინო კვარაცხელია, პროექტის დირექტორი - ხათუნა ჩარკვიანი.

 
პროექტის ფარგლებში დარბაზში გამოიფინა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა პირადი ნივთები, რომლებიც მათ მშობლიური სახლებიდან გამოჰყვათ და დღემდე აგონებთ იქაურობას, იქ გატარებულ ბედნიერ დღეებს. შესაბამისად, შინ დაბრუნების სურვილსა და იმედს უმძაფრებთ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე წარმოდგენილი იყო დევნილთა ცხოვრებისეული ისტორიების ამსახველი ალბომი, რომელიც კომპანია „მედიასითმა" გამოსცა. ალბომში მოთხრობილი საინტერესო ისტორიები ქართულთან ერთად აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა გადმოცემული.

/fotoebi/cxvnnvxn_72051.jpg
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ზაზა სარაჯიშვილი, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი საზოგადოება.

 

 

წყარო: "აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის სამინისტრო"


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup