მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს ვახტანგ ყოლბაია და დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ

2015-11-02 13:05

სენაკში არსებულ აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში, აფხაზეთის სხვა საჯარო სკოლების მსგავსად, მიმდინარე სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. 29 ოქტომბერს ამ სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია დაესწრნენ.
აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება მიმდინარეობს აფხაზური ენის შემსწავლელი პროგრამის, აფხაზური მხარის მიერ ქართულენოვანი სკოლებისათვის შექმნილი აფხაზური ენის სახელმძღვანელოს, ლექსიკონისა და თვალსაჩინოებების, ფერადი ილუსტრაციების, რუკების, ფოტოებისა და ვიდეომასალის დახმარებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უკვე წლებია, რაც აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. შეიქმნა აფხაზური ენის შემსწავლელი ელექტრონული პროგრამა და აფხაზური ენის აუდიო გაკვეთილები, რომლებიც აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდებზეა განთავსებული. მათით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრების წინაშე აფხაზურ ენაზე წარმოადგინეს მინიატურები, ლექსები და სიმღერები. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის თქმით, მოსწავლეებმა თვალნათლივ უჩვენეს, რომ ისინი დიდი ინტერესითა და წარმატებით ეუფლებიან აფხაზურ ენას.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, 2017 წლიდან აფხაზური ენის სწავლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება, შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე ამზადებს. მისივე თქმით, ეს აფხაზი ხალხისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქართული და აფხაზური ენები ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენებია. ამიტომ, ბუნებრივია, გადავწყვიტეთ, ენგურს გამოღმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებში შემოვიღოთ აფხაზური ენის სწავლება. რთული ენაა თავისთავად და როგორც ყველა ენას, მასაც სჭირდება სერიოზული მომზადება და მიდგომა. გადავწყვიტეთ, საწყის ეტაპზე სწავლება შემოვიღოთ მხოლოდ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. იმ განზრახვით, რომ ამ ეტაპზე მოზრდილი ბავშვები უკეთ აითვისებენ სალაპარაკო ენას. 2017 წლიდან აფხაზური ენის სწავლებას პირველი კლასიდან დავიწყებთ. სწორედ ამ მიზნით, მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩვენთვის შესაბამის პროგრამას და მეთოდოლოგიას ამზადებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მასწავლებელთა ტრენინგები, შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება-დასტამბვა. ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ დრო, რომ 2017 წლიდან მასობრივად შევუდგეთ აფხაზური ენის სწავლებას. ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული ამოცანა და განზრახვაა. უწინარესად, ამით ჩვენ შევძლებთ აფხაზური ენის დაცვასაც და განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ აფხაზური ენა, რომ გარდატეხა მოახდინონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, აღადგინონ ურთიერთგაგება, ნდობა და სიყვარული. ვფიქრობ, რომ აფხაზური ენის შესწავლა იქცევა ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად ქართულ-აფხაზური ხიდის აღდგენაში, რომელსაც გულმოდგინედ აშენებს მთელი საქართველო", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: "აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის სამინისტრო"


 
 
თქვენთვის საინტერესო
პაატა ბურჭულაძე „არტ გალერეაში“ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
ფონდი „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „არტ გალერეაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

,,გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ მასწავლებელთა რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობდა
,,გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ 9-10 მაისს მასწავლებელთა რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობდა .კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკვერი „საქართველოსთვის“ დაასუფთავეს
1 ივნისს, სსიპ ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მერიის კონტრაქტორ შპს „გამწვანება-94“-თან ერთად, ნუცუბიძის II პლატოზე, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერი „საქართველოსთვის“ დაასუფთავეს.


 
 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22
23
24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup