თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი. 
ქართული თაფლის ნიმუშებს შორის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილების მიერ შექმნილი მეფუტკრეობის კოოპერატივის თაფლი. დევნილების მიერ წარმოებული ჩაისა და თაფლის კუთხეს მასპინძლობდნენ სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორი ალო გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია.
ფესტივალს ასევე შეუერთდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც სხვადასხვა სახეობის თაფლი და ჩაი დააგემოვნა.
ჩაისა და თაფლის ფესტივალს დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საზოგადოების წარმომადგენლები.