მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილ ბავშვებს „ჯინო ფარადაისმა“ უმასპინძლა

2014-12-29 17:41

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილ ბავშვებს „ჯინო ფარადაისმა“ უმასპინძლა

29 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise"-მა უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა პარკს აფხაზეთის №2 და №3 სკოლების 270 ბავშვი, ცხინვალის რეგიონიიდან დევნილი 50 მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გლდანის მზრუნველობამოკლებული სახლის აღსაზრდელებიც სტუმრობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში „GINO-Paradise"-მა საქველმოქმედო კონცერტი გამართა, ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. თოვლის ბაბუამ კი ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით დაურიგა. ბავშვებს საშუალება მიეცათ ესარგებლათ „GINO-Paradise"-ის მომსახურებით და სხვადასხვა წყლის ატრაქციონებზე მთელ დღე ხალსიანად გაატარეს.

„GINO-Paradise"-ის დამფუძნებლმა, ბიზნესმენმა ნოდარ გიორგაძემ „მშვიდობის მარათონის" პროქტში მონაწილე კიდევ ოთხ ფრიადოსან მოზარდს სტიპენდია დაუნიშნა.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით  გაიმართა, რომლის მიზანიც  აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გაცნობა, ასევე  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთისა“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ორგანიზებით, 14 აპრილს - დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა.

ზუგდიდსა და ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველწლიური სპორტული თამაშები ჩატარდა
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების საყურადღებოდ!
USAID-ის პროექტმა „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ ( YES-Georgia) რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და PH International-ის მიერ USAID-ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით, დაიწყო ახალი ინოვაციური პროექტი. პოექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას სტაჟირების პროგრამების გავლით.


 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup