მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
კონფლიქტები განათლება და მეცნიერება
სახელისუფლებო სტრუქტურები საზოგადოება
 მეცნიერება

ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა

2015-01-06 12:46

ნიუ-იორკის NYMEX-ის ბირჟაზე WTI- მარკის ნავთობის ფასი 2,65 დოლარით შემცირდა და 50,04 დოლარამდე დაეცა. ვაჭრობის დროს მინიმალური ფასი $50- ქვემოთაც ჩამოვიდა.

ანალოგიური ვარდნა ფიქსირდება ევროპაში. ლონდონის ICE ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი$ 3,31-ით $53,11-მდე დაეცა. მინიმალური ფასი $53-საც ჩამოსცდა და $52,70, შეადგინა.

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ასეთი დაბალი ფასები 2009 წლის გაზაფხულის შემდეგ არ დაფიქსირებულა

ნავთობზე ფასების მკვეთრ დაცემას განაპირობებს მოლოდინი, რომ ბაზარზე მიწოდება გადააჭარბებს მოთხოვნას2015 წელი ნავთობის გაიაფებით დაიწყო. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსებისა და ტრეიდერების უმრავლესობის პროგნოზით ამ კვირაში ნავთობზე ფასების დაცემა გაგრძელდება.

შავ ოქროზეფასები რუსეთისა და ერაყის ნავთობის ექსპორტის ზრდის, ასევე ჩინეთსა და ევროპაში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირების ფონზე ეცემაერაყის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს ქვეყანა ნავთობის ექსპორტს გაზრდის. 2014 წელს რუსეთის საშუალო ყოველდღიურმა მოპოვებამ კი 10,578 მლნ ბარელს მიაღწია. ასეთი რეკორდული მაჩვენებელი რუსეთში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ დაფიქსირებულა

სწორედ რუსეთის ასეთი სანავთობო პოლიტიკა გახდა საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული ნავთობზე ფასების დაცემის სამიზნე. 22 დეკემბერს არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ განაცხადა, რომრუსეთი არ იმსახურებს წილს ნავთობის ბაზარზე“. მისი თქმით, ნავთობის მოპოვება OPEC- არ შეამცირებს, თუმცა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მიწოდება მაინც შემცირდება პირველ რიგში რუსეთის ხარჯზე, რომელსაც ნედლეულის მოპოვება, არაბებისაგან განსხვავებით, ძვირი უჯდება.

ყველა გვეკითხება, საუდის არაბეთი თუ შეამცირებს ნავთობის მოპოვებას და ამით გაზრდის მსოფლიო ფასებს, რითაც გადაარჩენს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა რუსეთი, რომლისთვისაც ნავთობის 105 დოლარამდე გაძვირება აუცილებელია. მაგრამ რატომ უნდა დაისაჯოს საუდის არაბეთი რუსეთის უსარგებლობის გამო?“ - რიტორიკული კითხვით პასუხობს არაბი მინისტრი.

27 ნოემბერს OPEC-მა ნავთობმოპოვების მოცულობა უცვლელად დატოვა. OPEC-ის სამიტზე კარტელის წევრმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა, საუდის არაბეთის მეთაურობით, ნათლად მიანიშნეს, რომ მზად არიან აიტანონ ნავთობის დაბალი ფასები რათა ბაზრის წილი არ დაკარგონ აშშ-ში.

შარშან ნავთობზე მსოფლიო ფასების 50 დოლარამდე დაცემა არ გამორიცხა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს(EIA) ხელმძღვანელმა ადამ სემინისკიმ. მისი თქმით, მსგავსი ფასები სრულიად რეალურია. სემინისკის განცხადებით, ანალიტიკოსთა უმრავლესობის პროგნოზებით 2015 წლის გაზაფხულ-ზაფხულისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში საორიენტაციო მარკის ნავთობის WTI-ის (ტეხასის მსუბუქი ნავთობი) ფასი $62-მდე შემცირდება.

15 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა სუხაილ ალ-მარზუიმ განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) ნავთობმოპოვების კვოტებს იმ შემთხვევაშიც არ შამცირებს თუ ნავთობზე ფასები $40-მდე დაეცემა.

 

წყარო : "news.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ს საელჩო - შეერთებული შტატების მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


 
 
 
ივნისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2
3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
საქართველო და მსოფლიო
ტოივო კლაარი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა
მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მაიკ პომპეო და მარკ ესპერი ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup