მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

2016-03-07 11:05

აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

სამგლოვიარო ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, თბილისის მერი დავით ნარმანია და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. 

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია. 

ბაბუშერას ძმათა სასაფლაოზე სამარხის გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე, სულ იდენტიფიცირებულია 31 ნეშტი. 

უახლოეს მომავალში მოხდება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან გადმოსვენებული კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება. დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 2016 წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.

 

 

 

 

 

 

წყარო: "საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს  

 

ოფიციალური გვერდი" 


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.


 
covid.ge
call center
 
 
 
ნოემბერი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3
4
5 6 7 8
9
10
11
12
13 14 15
16
17
18
19
20
21 22
23
24
25
26 27 28 29
30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup