მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება

2016-03-16 22:21

16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.  საზოგადოებამ  გაიხსენა 1993 წლის 15-16 მარტს   აფხაზეთში, კერძოდ გუმისთასთან განვითარებული ტრაგიკული  მოვლენა,  რომელსაც  მედია საშუალებები აშუქებდნენ. მათ შორის იყო  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფი.

    ყველასათვის მოულოდნელად, საინფორმაციო ცენტრის ოპერატორს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა პირმა, რომელიც  საზოგადოება ,,ლაზარეს’’ ერთ-ერთი ლიდერია. იგი აგინებდა ოპერატორს,  ემუქრებოდა  და ხელს უშლიდა საქმიანობაში. მას „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებიც დაეხმარნენ  და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოპერატორს  და ტექნიკური ჯგუფის წევრს, რომელიც თანამშრომლის დაცვას ცდილობდა.  ,,ლაზარეს’’ წარმომადგენელი  ითხოვდა ჟურნალისტის მოძებნას, ხმამაღლა იძახდა მის სახელს.  ბოლოს,  როცა მოახერხა მისი ნახვა, ყელში წვდა   და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  ჟურნალისტს რომ არ დახმარებოდნენ, შესაძლოა  უფრო მძიმე დაზიანება მიეღო.

    საზოგადოება ,,ლაზარესა’’ და  ,,აფხაზთა კრებას“ არაერთხელ ჰქონდა  ჩვენს შემოქმედებით ჯგუფზე თავდასხმის მცდელობა.

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი გმობს  საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლაზარეს“ და ,,აფხაზთა კრების“ აგრესიულ გამოხტომებს, თავდასხმას გადამღებ ჯგუფზე და ხელის შეშლის უხეშ მცდელობას მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

 

                    აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის

 

საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.


 
covid.ge
call center
 
 
 
ნოემბერი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3
4
5 6 7 8
9
10
11
12
13 14 15
16
17
18
19
20
21 22
23
24
25
26 27 28 29
30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup