მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

მომავლის ბანაკი - შაორი

2016-06-23 13:42

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ამა წლის 15 ივლისიდან, 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ ,,მომავლის ბანაკში“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაბა შაორი).
ბანაკში ჩართული იქნება 1280 ახალგაზრდა. ახალგაზრდების გამგზავრება დაგეგმილია ათ ნაკადად. პირველი ხუთი ნაკადის რეგისტრაცია დასრულდება 30 ივნისს.
ბანაკში დაგეგმილია საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული აქტივობების განხორციელება. 
ბანაკის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ: პირადობის მოწმობა, პირადი ჰიგიენის ნივთები, თეთრეული, თბილი ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი.
,,მომავლის ბანაკს“ აქვს წესდება, რომლის დაცვა სავალდებულოა ყველა მონაწილისთვის.
აპლიკაციის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე http://my.tbilisi.gov.ge/ #/home, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაიარეთ ავტორიზაცია. აირჩიეთ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, მომავლის ბანაკი, თქვენთვის სასურველი ნაკადის ტიპი, ატვირთეთ საჭირო ინფორმაცია და გამოაგზავნეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირები:
ნატო ბარბაქაძე - 555 94 30 56
ანა სანთელაძე - 598 27 44 17

 

 

 

წყარო: "განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილ ბავშვებს „ჯინო ფარადაისმა“ უმასპინძლა
29 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise"-მა უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა პარკს აფხაზეთის №2 და №3 სკოლების 270 ბავშვი, ცხინვალის რეგიონიიდან დევნილი 50 მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გლდანის მზრუნველობამოკლებული სახლის აღსაზრდელებიც სტუმრობდნენ.

ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით  გაიმართა, რომლის მიზანიც  აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გაცნობა, ასევე  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთისა“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ორგანიზებით, 14 აპრილს - დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა.

ზუგდიდსა და ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველწლიური სპორტული თამაშები ჩატარდა
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების საყურადღებოდ!
USAID-ის პროექტმა „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ ( YES-Georgia) რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და PH International-ის მიერ USAID-ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით, დაიწყო ახალი ინოვაციური პროექტი. პოექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას სტაჟირების პროგრამების გავლით.


 
covid.ge
call center
 
 
 
სექტემბერი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
1
2
3
4
5 6
7
8
9
10
11
12 13
14
15
16
17
18
19 20
21
22
23 24 25 26 27
28 29 30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup