მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 30 მოსწავლე ქობულეთში ისვენებს

2016-08-03 12:30

2016 წლის 30 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ,,საზაფხულო ბანაკის“ ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების 30 მოსწავლე ქობულეთში გაემგზავრა დასასვენებლად. 
ბანაკის მონაწილეები აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო აქტივობებში და სპორტულ გამაჯანსაღებელ შეჯიბრებეში. ,,საზაფხულო ბანაკის“ ფარგლებში შედგა ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა“, სადაც მოსწავლეები გაეცნენ პროფესიული სწავლების სპეციფიკას, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამებსა და ინფორმაციას. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს შორისაა მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო და სასტუმროს საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, რკინა ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი, მასაჟისტი და სხვა. 
ბანაკის პერიოდში მოსწავლეებსკავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლები ასევე უტარებენ ეკო-გაკვეთილებსა და ტრენინგებს.

 

 

 

წყარო: "აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის სამინისტრო"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილ ბავშვებს „ჯინო ფარადაისმა“ უმასპინძლა
29 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise"-მა უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა პარკს აფხაზეთის №2 და №3 სკოლების 270 ბავშვი, ცხინვალის რეგიონიიდან დევნილი 50 მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გლდანის მზრუნველობამოკლებული სახლის აღსაზრდელებიც სტუმრობდნენ.

ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით  გაიმართა, რომლის მიზანიც  აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გაცნობა, ასევე  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთისა“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ორგანიზებით, 14 აპრილს - დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა.

ზუგდიდსა და ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველწლიური სპორტული თამაშები ჩატარდა
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.


 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup