მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

დევნილთა კოტეჯურ დასახლებებში მცხოვრებ 10 338 იძულებით გადაადგილებულ პირს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდა

2015-01-22 17:06

დევნილთა კოტეჯურ ჩასახლებაში მცხოვრებ ასობით იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდა.  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 10 კოტეჯურ დასახლებაში სანიტარული კვანძების გაუმჯობესების,   წყალმომარაგებისა და დრენაჟის  სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.  5 სოფელში მოხდა გაზიფიცირება, დამატებით, 9 კოტეჯურ დასახლებაში- წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, 5 კოტეჯურ დასახლებაში კი გაიწმინდა სანიაღვრე სისტემები და მოეწყო სადრენაჟე არხები. პროექტების განხორციელების შედეგად  3 446 ოჯახის 10 338 იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები. სამუშაოების  საერთო ღირებულებამ  22,976,000 ლარი შეადგინა.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ევნილთა კოტეჯურ დასახლებაში განხორციელებული სამუშაოები, დღეს - სოფელ შავშვებში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში -  რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა,   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ერთად დაათვალიერეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი ესწრებოდნენ. 


პროექტის ფარგლებში  დევნილთა 5 კოტეჯურ დასახლებაში -სკრაში, ახალსოფელში, თელიანში, წილკანსა და ფრეზეთში -გაიწმინდა სანიაღვრე სისტემები და მოეწყო სადრენაჟე არხები.  9 კოტეჯურ დასახლებაში - ბერბუკში, ხურვალეთში, სკრაში, შავშვებში, კარალეთში, ახალსოფელში, მოხისში, მეტეხსა და წიკლანში  განხორციელდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგურები და მოხდა არსებული სატუმბის რეაბილიტაცია. 5 კოტეჯურ  დასახლებაში- თელიანში, ახალსოფელში, მოხისში, ხურვალეთსა და სკრაში მოხდა გაზიფიცირება, კერძოდ, გაიმართა  მაგისტრალური და შიდა გაზსადენი ქსელები.  
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გარდა ამისა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისთვის 551 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა. მელიორაციის კომპანიას გადაეცა: ექსკავატორი, ორი ტრაქტორი, ორი პიკაპის ტიპის ავტომობილი და ორი ყველგანმავალი. 


სოფელ ფრეზეთში 300 კოტეჯში აშენდა საპირფარეშო და აბაზანა, ასევე მოეწყო კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა,  სოფლებში- შავშვებში, ახალსოფლსა და თელიანში - ჯამში, 331 კოტეჯში აშენდა საპირფარეშო და აბაზანა, მოეწყო გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი. 

სოფლებში - მოხისსა და წილკანში მდებარე 458 კოტეჯში ასევე აშენდა აბაზანა და საპირფარეშო , მოეწყო კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა, მოწყო გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი. ასევე სოფლებში: ბერბუკში, მეტეხში, სკრასა და ხურვალეთშიც 394 კოტეჯში განხორციელდა ინდივიდუალური წყალმომარაგება, მოეწყო ცხიმდამჭერები სამზარეულოდან გამოსავალი წყლისთვის, ასევე გაკეთდა გაზსადენის მაგისტრალური და შიდა ქსელი.  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს სხვადსხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: "საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებისთ 

 

გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრო"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
სექტემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2
3
4
5
6
7 8
9
10
11
12
13
14 15
16
17
18
19
20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup