ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზები მთებში „ჭეშმარიტი ტოპონიმიკის აღდგენას“ გეგმავენ

2016-12-13 12:59

 მთის  უძველესი აფხაზური ტოპონიმიკის  შენარჩუნებისა და აღდგენის საკითხს აფხაზი ჟურნალისტები და მეცნიერები  ააქტიურებენ.

            აფხაზი მეცნიერის ვალერი კვარჭიას თქმით, „აფხაზი ხალხი უხსოვარი დროიდან მთებში ცხოვრობდა, იცავდა რა ამ მთებს არაკეთილისმსურველებისგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველა დროში იყვნენ. ჩვენი წინაპრები იცავდნენ ამ მთების სიმშვიდეს და წმინდათა წმინდა ხელშეუხებლობას. დღემდე არსებობს დაუწერელი კანონი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მთებში, როგორ უნდა მოექცეს მცენარეებს, წყალს და ცხოველებს, რომლებიც იქ ბინადრობენ“. 

                        მისი თქმით, „უძველესი აფხაზები ითვალისწინებდნენ რა ამა თუ იმ ადგილის თავისებურებების გათვალისწინებით არქმევდნენ  მთებს სახელებს. მაჰაჯირობის შემდეგ,  დაცარიელებულ ადგილებში სხვა სალხების დასახლების შედეგად ბევრმა სახელწოდებამ ცვლილება განიცადა. მაგრამ ამით  სახელების გადაკეთების  პროცესი არ შეჩერებულა, 1917 წლიდან 1953 წლამდე მიმდინარეობდა აფხაზური ტოპონიმების  ქართულით შეცვლა“. -აღნიშნავს აფხაზი მეცნიერი ვალერი კვარჭია.

            „ გაბატონდნენ  რა აფხაზებზე, ქართველებმა დაიწყეს  ყველაფრის თავიანთ ყაიდაზე გადაკეთება, მათ შორის შეცვალეს ქალაქების , დასახლებების, მთების, ტბების, მდინარეების  დასახელებები. შეიცვალა ყველა სახელწოდება, რომელთაც აფხაზური ჟღერადობა ჰქონდათ. ეს რასაკვირველია,  დანაშაულია  ერის წინაშე. ყოველივე ამან მიგვიყვანა ადგილმდებარეობის ჭეშმარიტი დასახელებების ნახევარზე მეტის შეცვლამდე.- აღნიშნა კვარჭიამ. მისი თქმით, ეს საკითხი აფხაზურ ინტელიგენციას საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც აღელვებდა . 60-იან წლებში სახალხო ყრილობებზე პირველი რიგის საკითხად იდგა უძველესი აფხაზური სახელწოდებების აღდგენის თემა. თანდათან აფხაზებმა შეძლეს აღედგინათ ყველა უძველესი ტოპონიმები, მაგრამ მთებში დღემდე შენარჩუნებულია დამახინჯებული სახელწოდებები“-, დასძინა  მან,

            „ბოლო ხანებში მთებისადმი დიდ ინტერესს ამჟღავნებენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე  ჩამოსული ტურისტები და მკვლევარები. მაგრამ ზოგიერთ ადამიანის  ქცევა მიუღებელია“.-აცხადებს აფხაზი მეცნიერი მხარეთმცოდნე  ტაჩ გიცბა.

            მან მოიყვანა მთის ადგილების  თანამედროვე სახელწოდებების მაგალითი, რომელიც ისტორიულს არ შეესაბამება. „ ერთ- ერთ ასეთ დასახელებას შეადგენს ტბა მზა.  ამ ტბის ნამდვილი სახელწოდებაა მზიმნა. თვით რუსულ სამხედრო რუკაზე 1900 წელს ეს  ტბა აღნიშნულია როგორც ტბა მზიმნა. მე თითქმის 40 წელი მთებში დავდიოდი და სპეციალურად ვეძებდი ადამიანებს, რომლებსაც  ახსოვდათ მდინარეების, მწვერვალების, ნაკადულების სახელწოდებები“.- იგონებს გიცბა.

            მისი თქმით, ყველასათვის  ცნობილი გაგრის ჩანჩქერის სახელწოდება არასწორია. მას სახელი უწოდეს მდინარე გეგის სახელის მიხედვით, რომელშიც ის ჩაედინება. მაგრამ ის სათავეს იღებს მთა ზოუს ნაპირებიდან და უფრო სწორი იქნება მას ზოუ ეწოდოს, თვლის  გიცბა.

            აფხაზი მეცნიერი ასევე საჭიროდ მიიჩნევს მთებში  საინფორმაციო დაფები  იქნას განთასებული „სწორი დასახელებებით“.

            ადრე აფხაზეთის ე. წ. გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა ლევარდ ბარციცმა სპუტნიკთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტოპონიმიკაში გაჩნდა 100-ამდე ახალი დასახელება.

            „ ბოლო დროს აფხაზეთში ჩამოსულები  თვითნებურად არქმევენ სახელებს ადგილებს, მდინარეებს, მთებს. ჩვენი დაკვირვებით აფხაზეთის ტერიტორაზე გაჩნდა 100-მდე ახალი  დასახელება. ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა“,-აღნიშნავს ბარციცი. ეს პრობლემა ართულებს აფხაზეთის ეთნოკულტურის განვითარებას.-აცხადებს  ის.

             „იყო დრო, როცა ჩამოსახლებული ქართველები სოფლებს იმ ადგილების სახელებს არქმევდნენ, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. მაგალითად,-აგარაკი,რომლიც მანამდე ამჟიკუხუად იწოდებოდა,. მაგრამ ეს იყო წარსულში. დღეს  სახელწოდებები მახინჯდება იმის გამო, რომ  არ იციან  აფხაზეთის  ეთნოკულტურის თავისებურებანი, რაც ახალ პრობლემას- აფხაზეთის ეთნოგრაფიულ პრობლემას ქმნის. ყოველივე ეს მეტწილად ართულებს ჩვენი ეთნოკულტურის განვითარებას. აფხაზეთის ტოპონოიმიკა- ეს არის ჩვენი ჩვეულებები, კულტურა, ზნეობა, ყოველივე ეს  უნდა შევინარჩუნოთ“:,- თქვა ბარციცმა. მისი აზრით ტოპონიმიკის დამახინჯება დაკავშირებულია იმასთან, რომ აფხაზეთი  გეოგრაფიული კუთხით ცუდად არის წარმოდგენილი. „ ჩვენ არასაკმარისი რაოდენობით გვაქვს რუკები, გზამკვლევები მარშრუტის აღსაწერად, არასაკმარისი ინფორმაცია მიეწოდებათ ექსკურსიამძღოლებს .ეს უკავშირდება საჭირო ლიტერატურის არარსებობას“.- აღნიშნა ბარციცმა.

            მისი თქმით,  აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად აფხაზეთის  მეცნიერებათა  აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წინადადებით მიმართოს  აფხაზეთის მთავრობას. „ ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა სწორად ჩამოყალიბდეს აფხაზეთის ტოპონიმიკა და ის დამტკიცდეს აფხაზეთს მთავრობის მიერ“. მისი თქმით, ასევე საჭიროა აფხაზეთის გეოგრაფიის განვითარება,  აფხაზურ ეთნოსში გეგოგრაფიული კულტურის ამაღლება. ადრე ბარციცმა სპუტნიკს განუცხადა, რომ აფხაზეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ განცხადება გააკეთა რესპუბლიკის ჭეშმარიტი ტოპონიმიკის აღდგენის განზრახვის შესახებ.მისი თქმით,  საზოგადოების  სპეციალისტებმა უკვე ჩაატარეს სამი ათასზე მეტი გეოგრაფიული ობიექტის დასახელებების პასპორტიზაცია.


წყარო: "Sputnik"

ლინკი


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
მარტი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup