მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ავიაკომპანია „ორენბურჟიე“ აფხაზეთში რეისების განხორციელებას გეგმავს

2017-01-26 12:07

ორენბურგულმა ავიაგადამზიდმა,  რეგიონთაშორისო ფრენის სუბსიდიების გაუქმების შემდეგ , შესაძლოა, საზღვარგარეთ, მათ შორის აფხაზეთში  რეისების განხოციელება დაიწყოს.-ამის შესახებ აღნიშნული ავიაკომპანიის საიტი იუწყება.

„მას შემდეგ, რაც  ორენბურგული ავიაკომანია  2017 წლისთვის რუსეთის რეგიონებში ავიაგადამზიდთა სუბსიდირების სიაში ვერ მოხვდა, ავიაკომპანიაში განაცხადეს არსებული ფასების შენარჩუნების, მაგრამ ფრენის სიხშირის შემცირების შესახებ.

ამასთან, ორენბურგული გადამზიდის პირველი საზღვარგარეთული მიმართულება ამიერკავკასია, კერძოდ, აფხაზეთი  ხდება.  აფხაზეთში ფრენა  ყუბანის დედაქალაქიდან მოხდება. „ განიხილება ფრენის პროგრამის გაფართოება ახლი მიმართულებების ხარჯზე კრასნოდარიდან და სოჭიდან“,- ნათქვამია კომპანიის ცნობაში. სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია  ეკონომიკური და სამომხმარებლო პროცესების ოპტიმიზაციისათვის   საინტერესო ტურისტულ მარშრუტებს განიხილავს.

             ამასთან, სოხუმის აეროპორტის დირექტორი ვიაჩესლავ ეშბა ასეთ გეგემებს ნაადრევად მიიჩნევს და რეკომენდაციას იძლევა, რომ მომხმარებლები ამ თემაზე როსავიაციის ოფიციალურ განცხადებებს დაელოდონ. .

 


ყარო: "Apsnypress"

ლინკი


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup