მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

იენს სტოლტენბერგი - საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით

2017-02-17 13:17

ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით, რაც მდგრადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით ნატოს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით, რაც ერთობლივ მიღწევებს ემყარება. 

„ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომელიც სხვდასხვა სფეროს და საკითხს მოიცავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს პარტნიორობა ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. ნატო საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რომლის კომენტარსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის გარდა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადრება რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს. 

ბრიუსელში შემაჯამებელ ბრიფინგამდე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად მონაწილეობდა. სწორედ კომისიის სხდომაზე შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. 28+1 ფორმატის შეხვედრა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით კომისიის სხდომაზე განიხილება საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 

„განვიხილავთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს თავდაცვის რეფორმირების კუთხით, მათ შორის, თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვის დოკუმენტს. ჩვენ შევაფასებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დასტურია,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

სამინისტროს ცნობით, სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. შეხვედრაზე ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი განიხილეს. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერება და ამ გზით ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაა.

სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და არსებული რესურსების ეფექტურ მართვაზეა ორიენტირებული და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების საშუალებას იძლევა. ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს და დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ალიანსის ქვეყნებიდან საქართველოში მოვლენილი ექსპერტები. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და რეგიონში ალიანსის მთავარი პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. საუბარი ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ პროცესში საქართველოს შესაძლო ჩართულობის ფორმებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს წვლილის მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ქართული კონტინგენტი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე პირველია ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ერთხმად აღნიშნეს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი. მათ განსაკუთრებული პატივისცემა და მწუხარება გამოხატეს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიმართ, რომლებიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. 

 

 

წყარო:  საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.


 
 
 
ივლისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup