მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის ყველა რაიონში, გარდა გალისა, შუქის პრობლემაა

2017-02-20 13:07

          დიდთოვლობამ აფხაზეთის მთელი ტერიტორია მოიცვა, რამაც რესპუბლიკის ქალაქებსა და სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა,- ამის შესახებ „სპუტნიკთან“ აფხაზეთის რაიონების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.

            მათი თქმით, დიდთოვლობამ ხეების წაქცევა და გადატეხილი ტოტების  მიერ ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია, ამას  მოჰყვა ელექტროენერგიის ხშირი გამორთვა როგორც ქალაქებში, ასევე  სოფლებში. ეს დაადასტურეს რესპუბლიკის რაიონების ხელმძღვანელებმა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ გაგრის, გუდაუთის რაიონის სოფლებს. ასევე სოხუმის რაიონში. განსაკუთრებით რთული სიტუაცია შეიქმნა სოფელ იაშთუხაში, სადაც ერთ მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა, დიდთოვლობამ  შეაფერხა ავტომობილების მიმოსვლა. ელექტროენერგიის  ავარიული გამორთვის  გამო შეწყდა წყლის მიწოდება გულრიფშის რაიონში.

ყველაზე რთული სიტუაცია ოჩამჩირის რაიონში შეიქმნა, სოფლებში თხინაში, ოტაფში და ჭლოუში პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში არ ჰქონდათ შუქი. სოფელ ათარაში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანებულია. ამ სოფლის მცხოვრებლები უშუქოდ არიან დარჩენილი , მსგავსი სიტუაციაა ტყვარჩელის რაიონში, სადაც ელექტრიკოსები ცდილობენ აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება. 15 თებერვლიდან შუქი არ მიეწოდებოდა ტყვარჩელის რაიონის სამ უბანს. ამაჟამად შუქი არა აქვთ აკარმარაში, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც აფხაზური სააგენტო წერს ამ რთულ სიტუაციაში,  ყველაზე კომფორტულად  გალის რაიონი  გამოიყურება.  რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ  მიუხედავად ინტენსიური დიდთოვლობისა, მათ შუქის, წყლისა და გზების მხრივ  პრობლემა არა აქვთ. 

 

 

 

ყარო: "Sputnik"

ლინკი


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup