მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

სტივენ ბლანკი - „გაზპრომთან" მოლაპარაკება არასდროსაა ბიზნეს გარიგება, ეს ყოველთვის პოლიტიკური გარიგებაა

2017-02-24 13:28

„საქართველო და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში“, - ამ სათაურით „ამერიკის ხმა“ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ვაშინგტონში, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა“ და ფონდ „მემკვიდრეობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ეძღვნება.

„საქართველოს მის უსაფრთხოებაზე მოქმედი გლობალური ფაქტორების კონტროლი არ შეუძლია, მაგრამ ის კვლავ რჩება დასავლეთის ყველაზე სტაბილურ და სანდრო პარტნიორად რეგიონში“, - ასეთი იყო ვაშინგტონში „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა“ და ფონდ „მემკვიდრეობის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის მთავარი გზავნილები.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მოდერატორი მამუკა წერეთელი ამბობს, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

„განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს სჭირდება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან, ისე მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის იმ წევრებთან, რომლებთანაც ისედაც აქვს კავშირი ევროკავშირის ფარგლებში, მაგრამ ასევე საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მაგალითად, ბრიტანეთთან თუ სხვებთან. ასევე, ბუნებრივია, განხილულ იქნა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოტენციური პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მისი ინტერესის გაღრმავების შესაძლებლობები“, - ამბობს წერეთელი.

საქართველოსა და დასავლეთის ამჟამინდელ ურთიერთობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა ამერიკის ყოფილმა ელჩმა კენეტ იელოვიცმაც. მისი თქმით, მაშინ, როდესაც დასავლეთის სამომავლო პოლიტიკური ვექტორები გაურკვევლობითაა მოცული, როდესაც ზუსტად არ ვიცით როგორი იქნება შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციისა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების სამომავლო საგარეო პოლიტიკა, ფაქტია, რომ საქართველო ამერიკისა და ზოგადად დასავლეთის მხარდაჭერას ცალსახად ინარჩუნებს.

„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ახალი ადმინისტრაციის შესახებ, რა მიმართულებით წარიმართება პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ უკვე მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკის ძალიან ძლიერი და პოზიტიური პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მასთან თანამშრომლობა გაგრძელდება. გამოთქმულია სურვილი, რომ ითანამშრომლონ საქართველოსთან და ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია ჩემთვის ასეთი დიდი გაურკვევლობის დროს“, - უთხრა იელოვიცმა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას და დასძინა, რომ საქართველოს კონგრესში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და დიდი პოპულარობითა და მხარდაჭერით სარგებლობს.

საქართველოში ამერიკის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, რომ მთავარ კითხვებზე, რომლებიც რუსეთს შეეხებოდა, პასუხი მეტნაკლებად ცხადია.

"საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე პოზიტიური ფაქტორი უკვე გაცხადდა. მეტნაკლებად უფრო ნათელი გახდა ის, რომ რუსეთთან ვაჭრობა არ მოხდება და არანაირი გარიგება არ შედგება მასთან საქართველოსა და რუსეთის სხვა ყოფილი პოსტ-საბჭოთა მეზობლების ინტერესების ხარჯზე", - ამბობს კორტნი და განმარტავს, რომ საქართველოსთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მტკიცე პოზიციას შეინარჩუნებს დასავლეთი რუსეთის მიმართ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო. "თუ დასავლეთი უკრაინის შესახებ მოწოდების სიმაღლეზე დარჩება, ეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია", - დასძენს კორტნი.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს წარმომადგენელი სტივენ ბლანკი კი ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი და მისწრაფებები ნათელი და მკაფიოა:
"საქართველოს გააზრებული აქვს, რომ მისი მომავალი დასავლეთშია და რომ მისი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, კეთილდღეობასა და ღირსეულ ცხოვრებასთან დაკავშირებული იმედები მხოლოდ დასავლეთთან ერთად შეიძლება იქცეს რეალობად და არა აღმოსავლეთთან", - ამბობს ბლანკი. თუმცა, იქვე დასძენს, რომ შეშფოთებულია "გაზპრომთან" საქართველოს მთავრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებებით: "გაზპრომთან" მოლაპარაკება არასდროსაა ბიზნეს გარიგება, ეს ყოველთვის პოლიტიკური გარიგებაა, მით უფრო, რომ ენერგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღია ამ რეგიონში".

ბლანკის აზრით, საქართველოს თავისი მეზობლებისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მაგალითის ჩვენება შეუძლია.
"მას შეუძლია რეგიონში უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო ინიციატივების წამოწყება. შეუძლია მის მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის მოგვარებაში მედიატორის როლის შესრულებაც შესთავაზოს. ზოგადად კი, იყოს ერთგვარი მაგნიტის როლში რეგიონის ქვეყნებსა და დასავლეთს შორის, რომელიც დაარწმუნებს მათ იმაში, რომ დასავლეთი მათი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობისა და მშვიდობის გზაა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

წყარო: "http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.


 
 
 
ივლისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup