მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში შეხვედრა იმართება

2017-03-02 13:01

ინციდენტების პრევენციის ფორმატში, ერგნეთში მორიგი შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები 2016 წლის 8 ივნისს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გიორგი გიუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 
გიორგი გიუნაშვილს 3 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურამ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მოლაპარაკების ქართული ჯგუფის წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის და უსაფრთხოების სამსახურისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი. მისივე განცხადებით, არსებობს საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი იმ ე.წ. საქმესა და ბრალდებაში, რაც დე ფაქტო ”სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიორგი გიუნაშვილს წაუყენეს და რის საფუძველზეც ოცწლიანი პატირმობა შეუფარდეს. სწორედ, აქედან გამომდინარე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ამ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, ვითარების უკეთ გაცნობის მიზნით გიუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 

კახა ქემოკლიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე გიუნაშვილის საკითხის გარდა ქართული მხარე დააყენებს ე.წ. ღობეების, მავთულხლართების და სხვა ბარიერებით გამოწვეული პრობლემების საკითხს, ასევე საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს გააპროტესტებს. წინა შეხვედრიდან დღემდე შვიდი ფაქტია დაფიქსირებული, მათ შორის ყურადღება გამახვილდება რამდენიმე დღის წინ სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას დაკავებული ამირან გუგუტიშვილის საკითხზეც, რომელიც ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ ფიზიკური დაზიანებებით გორის საავადმყოფოში მოათავსეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უკავშირდება რამდენიმე დღის წინ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ავნევთან ახლოს ნაღმის აფეთქებას, რა დროსაც ერთ-ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

ქემოკლიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებისას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს არა ერთხელ შესთავაზა, რომ რეგიონში დაეშვათ საერთაშორისო ჰუმანიტარული გამნაღმველი ორგანიზაციები და ერთობლივი ძალებით მომხდარიყო ტერიტორიის განაღმვა როგორც ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე საოკუპაციო ხაზის იქითაც. თუმცა, ქემოკლიძის განცხადებით, აღნიშნულზე უარი მიიღეს. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული წინადადება კვლავ ძალაში რჩება, ეს შეთავაზება კვლავ მოლაპარაკების მაგიდაზეა და იმ შემთხვევაში, თუ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები თანხმობას გამოთქვამენ, შესაძლებელი იქნება, რომ ორივე მხარეს არსებული ტერიტორია აბსოლუტურად გასუფთავდეს ნაღმებისგან. 

 

 

 

წყარო: " http://www.interpressnews.ge "


 
 
თქვენთვის საინტერესო
საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.

ვიკიპედიაში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე სტატიები აიტვირთა
როგორც ჩვენი მკითხველებისთვის არის ცნობილი, ახლახან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თხოვნის საფუძველზე გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.


 
 
 
ოქტომბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7
8
9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარში ვითარებაზე - რასაც აქ ვხედავთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ პოლიტიკური ან სამხედრო შედეგების, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup