მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ”მარტის ბრძოლებში” მონაწილე ომის ვეტერანებს მიმართავს

2017-03-16 12:49

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ”მარტის ბრძოლებში” მონაწილე ომის ვეტერანებს მიმართავს. მიმართვის ტექსტს ”ინტერპრესნუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”საქართველოში 16 მარტის არტილერისტთა პროფესიულ დღედ გამოცხადებას საფუძვლად დაედო ქართველი მეომრების გაუტეხელი სულის, უბადლო ვაჟკაცობის, შეუპოვრობის, უმეტესად კი, არტილერისტთა უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელთაც უკუაგდეს კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთები და დაქირავებული ბოევიკები, რომლებიც ცდილობდნენ სოხუმში შეჭრას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.
ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა თავდადებული ასობით ქართველი მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
მოწიწებით ვიდრეკთ ქედს ვალმოხდილი მეომრების წინაშე, ვუხრით თავს დაღუპულთა მშობლებს, ქვრივებს და ობლებს... მადლობა გმირი შვილებისთვის, მადლობა ”ჭირსა შიგან გამაგრებისთვის” და სამშობლოსთვის გმირი მამების ღირსი შთამომავლების გაზრდისთვის.
მივმართავთ 1993 წლის 15-16 მარტის ოპერაციის ყველა მონაწილეს, მეომარს და საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას:
გმადლობთ, ძვირფასო მეომრებო, ვეტერანებო, თანამემამულეებო... თქვენ ღირსეულად იცავდით მშობლიურ მხარეს, მაგრამ არ გვავიწყდება ისიც, რომ გამოჩენილი უშიშარი შეუპოვრობა, პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო მეტს იმსახურებს, რადგან საქართველოს ერთიანობის საქმეში პირადი წვლილი შეიტანეთ, გამოიჩინეთ თავდადება.
ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს, ერთად დავმარცხდით ქართველებიც და აფხაზებიც, ვერ მოვუარეთ ჩვენს აფხაზეთს, მაგრამ თქვენ და თქვენი სახით სამშობლოს პატრიოტები გვასწავლიან, როგორ აღარ დავუშვათ შეცდომები, რომ უცხო ძალებმა ვერასოდეს შეძლონ ერთი სამშობლოს მკვიდრთა დაპირისპირება!!!
ვართ თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლისთვის შესაბამისი თანადგომა გაგიწიოთ”, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

 

 

წყარო:  საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"


 
 
თქვენთვის საინტერესო
საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.


 
 
 
ოქტომბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4
5
6 7 8
9
10 11 12
13
14 15
16
17
18
19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
იან კელი - მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის ეჩმა იან კელიმ განუცხადა. მისივე თქმით, ამერიკის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები სწავლობენ მიმართულებებს და გზებს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს ვაჭრობა.

თეთრი სახლი - აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება პირადად დონალდ ტრამპმა მიიღო
აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ამერიკამ რუსეთს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური დაწესებულებების დახურვა მოსთხოვა
აშშ რუსეთს სან-ფრანცისკოში საკუთარი საკონსულოს, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვას სთხოვს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში კრემლის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მოსკოვმა აშშ-ს რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირება მოსთხოვა. 

ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო
ბაქოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს, გიორგი მარგველაშვილი ბაქოს მე-5 გობალური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ გახსნის ცერემონიალზე 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართავს. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობას კრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდი აქვეყნებს.

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკოს კოძიასი - ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი
საქართველო საბერძნეთისთვის, ბერძენი ხალხისთვის ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოს კოძიასმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

აშშ-ს საელჩო - შეერთებული შტატების მოწოდებაა, გაიხსნას აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტები
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადასასვლელის დახურვის გამო შეშფოთებულია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დახუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup