მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ნილს სკოტი - მდგრადი განვითარების ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებული რეფორმები განახორციელა

2017-10-31 14:10

 

ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა, როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და გაატარა წარმატებული რეფორმები დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა თბილისში მიმდინარე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესახებ საერთაშორისო ფორუმის შეფასებისას განაცხადა. 

როგორც ნილს სკოტმა აღნიშნა, ის ამაყია, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამას წვლილი მიუძღვის საქართველოში წარმატებული რეფორმების გატარების საქმეში.

“საქართველოში მიმდინარეობს საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესრულებას. მე-16 მიზანი ეხება ყველა საკითხს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ მმართველობას. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ 25 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, რათა გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გაეცნონ საქართველოს მიღწევას ამ მიმართულებით. 
ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა, როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და ჩაატარა წარმატებული რეფორმები დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით. 

გუშინ ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ იუსტიციის სახლი თბილისში და საბაჟოს ზონა. ჩვენ მოხარულები და ამაყები ვართ, რომ განსაკუთრებით გაერო-ს განვითარების პროგრამას წვლილი მიუძღვის საქართველოში წარმატებული რეფორმების გატარების საქმეში” , - განაცხადა ნილს სკოტმა. 

მისივე განმარტებით, მთავარი საკითხი, რაც ყველას უნდა ახსოვდეს არის ის, რომ მდგრადი განვითარების მიზნები ეხება საყოველთაო კეთილდღეობას. 

თბილისს 25 ქვეყნის 150 წარმომადგენელი სტუმრობს. ფორუმის “16+ სიტყვებიდან საქმისაკენ” მიზანია მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის - მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება - განხორციელების პროცესში დაგროვებული გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარება. 

ფორუმი გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.


 
 
 
თებერვალი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10 11
12
13
14
15
16 17 18
19
20
21
22 23 24 25
26 27 28
საქართველო და მსოფლიო
უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენმა მეგობრობამ ბევრი კარგი შედეგები გამოიღო
ჩვენი ურთიერთობები შესანიშნავია და ჩვენი პარტნიორობა ძალიან კარგად მუშაობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა
ბოლო 20 წელი ვაკვირდები საქართველოს და საბოლოო ჯამში, ქართველები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც საჭიროა, - ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი საქართველოში არსებულ ვითარებას.

კენეტ იალოვიცი - შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც თბილისი ისურვებდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის შეფასებით, შეიძლება ამერიკელები ისე პირდაპირ ჩართულები არ იყვნენ საქართველოსთან, როგორც ამას თბილისი ისურვებდა, თუმცა ”ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს”.

მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები - საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას
ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ეს ყველაფერი გაკეთდა ევროპის საბჭოსთან ბრწყინვალე თანამშრომლობით. საქართველო იმსახურებს ამ პროგრესის აღიარებას,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათშია ნათქვამი. 

VEON-ის ხელმძღვანელი ჟან-ივ შარლიე - ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები
ჩვენთვის, როგორც ინდუსტრიული მოთამაშეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე, პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ხარისხი, - ამის შესახებ მსხვილი კომპანია VEON-ის ხელმძღვანელმა ჟან-ივ შარლიემ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia განაცხადა.

საჯად კარიმი - მოხარული ვართ, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ანდრეს მამიკინსი - ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს
საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, - აღნიშნული საკითხი გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ
დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის, როგორც ნატო-ს პარტნიორების პროგრესს თავდაცვის რეფორმირების სფეროში, ასევე მიმოიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოსთან დაკავშირებით განიხილება „ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან“ დაკავშირებული საკითხები.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup