მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

იან კელი - აშშ მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში”

2017-11-09 13:17

 

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ევროსაბჭოს ანგარიშს. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია იმ სიტუაციით, რაც ხდება ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიც არის მაგალითად გამშვები პუნქტების დახურვა, ასევე, იმ პირების უკანონო დაკავება, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს და ა.შ. ზოგადად ნებისმიერი საკითხი, რაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნულ პრობლემას და გაზრდის ცნობიერებას რა თქმა უნდა, მისასალმებელია",- განაცხადა იან კელიმ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1 299-ე სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს. ანგარიში მოიცავს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და ეთნიკური ქართველებისთვის უფლებების, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შეზღუდვაზე. დოკუმენტში მოხვდა სოფელ ერედვში ქართველთა კუთვნილი სახლების განადგურების ფაქტები, გამშვები პუნქტების დახურვა, ე. წ. ბორდერიზაცია, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით შევიწროება და სხვა.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკავშირს მოუწოდებს, ერთად დაეხმარონ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, რათა თავი აარიდონ რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ასევე ერთად აღუდგნენ ჰიბრიდული ომის საფრთხეს.


 
 
 
ნოემბერი
2017
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4 5
6 7
8
9
10
11 12
13
14
15
16
17
18 19
20
21
22 23 24 25 26
27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
იან კელი - ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს
ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რაზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხებოდა.
აშშ-ს ელჩის თქმით, ხელოვნური ბარიერების შექმნა ხალხებს შორის არაკანონიერი ქმედებაა. 

პასკალ მენიე - საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და სხვა მიმართულებებით
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

ჯეიმს მეტისი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება
აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. 

იან კელი - აშშ მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში”
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე - ჩვენ გარკვეულწილად ერთ ავტობუსში ვართ და იქ ამოსვლა უნდა შეეძლოს ყველას, ვისაც ეს სურს
ჩვენ გარკვეულწილად ერთ ავტობუსში ვართ და ამ ავტობუსში უნდა ამოვიდეს ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ნილს სკოტი - მდგრადი განვითარების ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებული რეფორმები განახორციელა
ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა, როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და გაატარა წარმატებული რეფორმები დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა თბილისში მიმდინარე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესახებ საერთაშორისო ფორუმის შეფასებისას განაცხადა. 

რექს ტილერსონმა რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების სია დაამტკიცა, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები შემოიღონ
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუსეთის დაზვერვასა და თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების სია დაამტკიცა, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები შემოიღონ. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

ესტონეთში საქართველოს ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 წლიური ასამბლეის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა. 

საქართველოში აშშ-ის საელჩოში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, საელჩოს ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების ბენეფიციარმა ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

ჰერბერტ მაკმასტერი - ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტის არიდება საჭიროა, თუმცა აშშ ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში მოსკოვის გავლენას უნდა დაუპირისპირდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კონფლიქტის არიდებაა საჭირო, თუმცა აშშ ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში რუსეთის გავლენას უნდა დაუპირისპირდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა. 

იან კელი - მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის ეჩმა იან კელიმ განუცხადა. მისივე თქმით, ამერიკის სავაჭრო მისიის წარმომადგენლები სწავლობენ მიმართულებებს და გზებს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს ვაჭრობა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup