მიხეილ ჯანელიძე - საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე
2017-12-06 17:01

გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით, რომ გაამახვილეთ ყურადღება იმ საკითხებზე, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და გამოხატეთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ნატოში გაწევრიანებისკენ საქართველოს სწრაფვის მიმართ, - ასე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტონტელბერგს ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
„მადლობას მოვახსენებ გენერალურ მდივანს, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. დღეს ჩვენ, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ალიანსისა და ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის შედეგად. გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით, რომ გაამახვილეთ ყურადღება იმ საკითხებზე, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გამოხატეთ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ნატოში გაწევრიანებისკენ საქართველოს სწრაფვის მიმართ. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ემყარება, ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვისა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამაყები ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონტრიბუციას. მოხარულნი ვართ, რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და ასევე ვისაუბროთ ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მისწრაფებებზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"