მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ნოდარ ხადური ანტონიო გომესს შეხვდა

2017-12-07 13:40

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელს ანტონიო გომესს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრა პარიზში, კონკურენციის გლობალური ფორუმის ფარგლებში შედგა. 

„შეხვედრაზე, საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, შემდეგი საკითხები განიხილეს: ევროკავშირის პროექტის მიერ მომზადებული საქართველოს კონკურენციის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი; საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიღწევები, გამოწვევები, ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ა.შ. OECD-ის წარმომადგენლების მიერ ყურადღება გამახვილდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესებისა და უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, აღსრულების მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე.

ანტონიო გომესი ნოდარ ხადურის მოწვევას დათანხმდა და OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი 2018 წლის გაზაფხულზე სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - OECD-ის კონკურენციის განყოფილების უფროსი ექსპერტი, საბინა ზიგელსკი; ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ხელმძღვნელი აურელიო ლა ტორე და მთავარი ეკონომიკური ექსპერტი, ფრანსუა სუტი; ლიტვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს უფროსი ნიკა სერგია. 

ნოდარ ხადური 7-8 დეკემბერს, პარიზში, OECD-ის კონკურენციის გლობალური ფორუმის მე-16 შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების მაღალი რანგის პირები და ექსპერტები ესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ნოდარ ხადურის ორმხრივი შეხვედრები“, - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო: ,,


 
 
თქვენთვის საინტერესო
ვაზიანში სამკერვალო საწარმო „იმედი“ გაიხსნა
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ,,TIKA “-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით განახორციელა ვაზიანის სამკერვალო ატელიის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა და აღჭურვის პროექტი.

ლინას ლინკევიჩუსი: “საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის“
„ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც, საუკუნეების განმალობაში ჩაბმულია საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში. ჩვენ არამხოლოდ სიმპათიებს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, არამედ ვცდილობთ დავეხმაროთ ქმედითად, სახელმწიფოებრივ დონეზე“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს
საქართველოს 2014 წლის ტოპ ინვესტორი კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ინვესტირებას წელსაც განაგრძობს. საქართველოში წამყვან უცხოურ საინვესტიციო კომპანიად, 2014 წლის ბოლოს, სწორედ ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" დასახელდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, შვიდი წლის მანძილზე, საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფის" საერთო საინვესტიციო თანხამ 500 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 
წამყვანი ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა სფეროში ახორციელებს: დეველოპერული, საფინანსო, საწარმოო. 

თურქეთში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
ნოემბერში საქართველოდან თურქეთში ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა.

თურქეთის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობამ 130 305 შეადგინა, რაც 0,85 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე თვის მონაცემებთან.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის IFAD-მა 20 მლნ დოლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტ, კანაიო ნვანზესთან ერთად ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 20 მლნ დოლარამდე ფინანსური ხაზი გამოიყო.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 22-ე ადგილზეა. საერთაშორისო ფონდი Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ 2015 წლის კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 73,0 ქულით არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთიანი მაჩვენებელი 0,4 პუნქტით გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია კორუფციისგან თავისუფლებით, მონეტარულ თავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების მენეჯმენტით, რომელმაც შრომის თავისუფლების მხრივ მნიშვნელოვანი უკუსვლა გადაწონა.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი გმობს 2015 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას
ე.წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება“ მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.


 
 
 
აპრილი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
საქართველო და მსოფლიო
პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მიზნით შესაღწევად ძალისხმევას გააგრძელებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს შეხვდა. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი - მოვუწოდებთ სეპარატისტ ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, გამოიძიონ და გაასამართლონ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის თანამომხსენებლები კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოხდარ ფაქტს გმობენ.

აშშ-ის საელჩო - ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - შთამბეჭდავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ
შთამბეჭდავია თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები და წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

უკრაინის ელჩი რუსეთის მიმართ სანქციებზე - საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით
საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

კონგრესმენი ტედ პო - საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში
საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup