მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

EuroNews - საქართველო აბრეშუმის გზის სტრატეგიული ნაწილია

2017-12-07 13:48

 

დარწმუნებულები ვართ, ეს გზა, რომელიც ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე გაივლის, ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ბიზნესგარემოს კუთხით არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში და მას ნამდვილად შეუძლია გახდეს რეგიონის ლოგისტიკური, სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბი, - საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამ კომენტარს „ევრონიუსი“ ავრცელებს. საერთაშორისო მედია 28-29 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ აბრეშუმის გზის ფორუმს ეხმაურება.

როგორც “ევრონიუსის” რეპორტაჟშია აღნიშნული, ჩინეთის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მარშრუტებს მოიცავს, მიზნად ისახავს ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელი უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენასა და გაფართოვებას. საქართველო ამ გზის სტრატეგიული ნაწილია.
სხვა მნიშვნელოვან გარიგებებთან ერთად, ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობის შესახებ. მემორანდუმის მიზანია ჩინელი ინვესტორების ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვა, როგორიცაა ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც პორტთან ახლოს აშენდება.
„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან და, იმავდროულად, თვისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, დსთ-სა და თურქეთთან. ჩვენი ღია ეკონომიკისა და იმ დიდ ბაზრებზე წვდომის მეშვეობით, რომელსაც აღნიშნული ხელშეკრულებები ხსნიან საქართველოსთვის, ნამდვილად შევძლებთ მოვიზიდოთ ინვესტორები ქვეყანაში“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რეპორტაჟში ასევე ნათქვამია: „2020 წლისთვის იგეგმება ახალი, 185 კმ-იანი აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება.
ამასთან, შავი ზღვის სანაპიროს კურორტი ანაკლია დიდ ცვლილებებს განიცდის და საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტად ყალიბდება. ამ პორტს შეეძლება მოემსახუროს დიდი რაოდენობის ტვირთს, ხოლო მისი ტვირთგამტარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.
„ჩვენ მზად ვართ, მშენებლობა წლის ბოლოს დავიწყოთ და, შესაბამისად, 2020 წლისთვის დავასრულებთ პორტის მშენებლობის პირველ ფაზას, ხოლო 2021 წლისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ მივიღოთ Panamax-ისა და Postpanamax-ის ტიპის გემები,“ - განუცხადა „ევრონიუსს“ შპს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა ქეთევან ბოჭორიშვილმა, დირექტორმა განუცხადა.
მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის, ანილ გუფთას განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყანაში ინვესტორების მოსაზიდად. 
„კორუფციის თვალსაზრისით საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს შორისაა. ასევე წამყვან პოზიციაზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველო, ზოგადად, ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს უცხოელი ინვესტორებისათვის,“ - განუცხადა გუფთამ ევრონიუსს. 
ოქტომბერში გაიხსნა ახალი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის და ევროპასა და ჩინეთს შორის მგზავრობას 45-ის ნაცვლად 14 დღეში ხდის შესაძლებელს. 
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის, ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივას მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია ევროპისთვის.
„აშკარაა, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი დადებით შედეგებს მოგვიტანს - იგი გაააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობას და, იმედი გვაქვს, რომ ასევე გაააქტიურებს ვაჭრობასა და მიმოსვლას. დარწმუნებული ვარ, ეს როგორც ჩინეთისა და ევროპის, ისე აბრეშუმის გზის ყველა ქვეყნის ინტერესში შედის,“ - განაცხადა ჰოლოლეიმ.
საქართველოში ბიზნესსექტორის ნაწილი უკვე აწყობს საქმიანობის გაფართოვების გეგმებს. ჩვენ ვესტუმრეთ წამყვან ღვინის კომპანიას, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ბოთლი ღვინო გააქვს ევროპაში, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე აბრეშუმის გზა ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესების შექმნას.
„წარმოიდგინეთ ევროპა და აზია, საქართველო კი მათ შორისაა. ვფიქრობ, ეს ახალი ეკონომიკის დასაწყისია. ეს არის გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, შევცვალოთ დინამიკა,“ - განაცხადა შპს „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ. 
აბრეშუმის გზაზე სტრატეგიული ლოკაციითა და კონკურენტული ბაზრით, საქართველო მიზნად ისახავს გააფართოვოს და აღადგინოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის რეგიონალური ჰაბის პოზიცია“ - აღნიშნულია „ევრონიუსის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, რომლის ნახვა შესაძლებელია ლინკზე http://www.euronews.com/2017/12/05/georgia-wants-to-become-a-hub-along-the-new-silk-road

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
აგვისტო
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10 11
12
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
საგარეო უწყება - ICAO-ში საქართველოს წარმომადგენელს დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

დეიმონ უილსონი - ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა
ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში
ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს აირჩევს
დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის კანდიდატურის თაობაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ შეირჩა კომპრომისული - ვარიანტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა
ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რაც ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საჭიროა
ჩეხეთი დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით როგორც ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო სფეროში, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მშვიდობის კორპუსი ამერიკის და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა
მშვიდობის კორპუსმა 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გამართა. ფიცის დადების ცერემონიას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა. როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, მშვიდობის კორპუსი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის სიმბოლოა.

მადლენ ოლბრაითი - საქართველოს და უკრაინას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ნატო-ს წევრები გახდნენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია უნდა დარჩეს ახალი წევრებისთვის. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა პრაღაში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა
21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება Human Rights of Conflict Affected Population in Georgia გაიმართა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup