მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს

2017-12-11 13:17

 

საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული და ლიბერალური რეფორმების წარმატება კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს წარმატება ყველას: პარლამენტს, მთავრობას და სამოქალაქო სექტორს. საქართველო უკვე უპირობოდ აღიარებულია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, თუმცა ეს ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტია იქნება, ამიტომაც ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესები და ენერგია ამ მიზნის შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული. 

„მოგეხსენებათ, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირის მომავლის თაობაზე თავად მის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებობს. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კი არა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა. სასიხარულოა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიზანი და საზრუნავი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის აზრების გაცვლა და ძალისხმევის კოორდინირება მისასალმებელია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების განსახილველად ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტში შეიკრიბა, რადგან პარლამენტი იყო თანამედროვე ქართული დემოკრატიის აკვანი და რჩება დემოკრატიის მთავარ საყრდენად საქართველოში.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ დღევანდელ დისკუსიებში. ასევე, მიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. 

„უპირველეს ყოვლისა, თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი, მართვის უნარი და კომპეტენცია საქართველოს მოსახლეობისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება და მალე შეძლებს მიაღწიოს ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო სტანდარტებს. თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები დიდ სამსახურს უწევს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას საჭირო საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რითაც იზრდება ხელისუფლების წარმატებისა და ეფექტურობის დონე. თქვენი მონაწილეობა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ზრდის ამ პროცესისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს და ბევრად მეტ ადამიანს აძლევს ამ ისტორიულ საქმეში ჩართვის საშუალებას. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ჩვენს საერთო მიზნებს ემსახურება - მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანისა და სოციალური ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენისათვის უკეთესი ვითარების შექმნას. ასე, რომ ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა კობახიძემ. 

საქართველოს პარლამენტის სახელით, სპიკერმა მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორთან.

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup