მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2017-12-14 14:50

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხი.

საგარეო უწყების განცხადებით, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება.

"მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა. ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება, უკანონო მილიტარიზაცია და რეგულარული სამხედრო წვრთნები ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

ქართველმა მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების გამო, კერძოდ სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო პოსტის შექმნა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ახალგორში ანალოგიური სტრუქტურის შექმნის შესახებ.

მწვავე დისკუსიის საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან მოუწოდეს საოკუპაციო ხაზზე დახურული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნისაკენ. ვრცლად იქნა განხილული თავისუფალი გადაადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა ახდენს ადგილზე ვითარების ესკალაციას.
მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. ხაზგასმით აღინიშნა გალის რაიონის მაცხოვრებლების რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, გვარებისა და ეროვნული იდენტობის შეცვლის იძულება შესაძლოა გახდეს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფუძველი. 
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან დაგმეს ერედვსა და ცხინვალის რეგიონის სხვა ქართულ სოფლებში ეთნიკური ქართველების კუთვნილი კერძო საკუთრების მიზანმიმართული განადგურება. განხილულ იქნა გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები და ამ ვითარების დაუყოვნებლივ გამოსწორების აუცილებლობა. აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციას.

ქართველმა მონაწილეებმა დააყენეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების აუცილებლობა. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან კიდევ ერთხელ მოუწოდეს საოკუპაციო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისაკენ.ხაზი გაესვა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საჭიროებას. ამ კონტექსტში გაიმართა ასევე საინფორმაციო სესია კატასტროფის რისკების შემცირებაზე.

საგნობრივი დისკუსია შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადების პროექტზე ძალის არგამოყენების შესახებ. ქართველმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების, შესრულებისა და აღნიშნულის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით გარანტირების აუცილებლობას. განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, მონაწილეები შეთანხმდნენ, მომდევნო რაუნდზე გააგრძელონ მუშაობა პოზიციების დაახლოების მიზნით.თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟენევის ფორმატს და ჩაერთონ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამის მიუხედავად, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

მონაწილეები დაემშვიდობნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლს, ანტი ტურუნენს, და მადლობა გადაუხადეს მას თანათავმჯდომარის რანგში გაწეული რვა წლიანი ძალისხმევისთვის. მონაწილეები ასევე მიესალმნენ ევროკავშირის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს, და მას ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებით თანათავმჯდომარეობა უსურვეს.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის 27-28 მარტს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. 

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა, მაიკლ გეორგ ლინკმა 2015 წლის 6 აპრილს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის, რევაზ დადიანის მემორიალური საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლაში აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ განათლების, კულტრისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის სკოლის მხარდაჭერით, ჭადრაკში აფხაზეთის ათგზის ჩემპიონის - რევაზ დადიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოთხმოცამდე სპორტსმენმა, მათ შორის როგორც მოზარდებმა, ისე მოყვარულმა ვეტერანმა სპორტსმენებმა.


 
 
 
აგვისტო
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საქართველო და მსოფლიო
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup