მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ლუკ კოფი - ნატო-ში გასაწევრიანებლად თქვენ MAP-ი არ გჭირდებათ

2018-02-06 11:52

 

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის ლუკ კოფის განცხადებით, ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს. 

როგორც კოფი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, თუ ქართულ საზოგადოებაში MAP-ის მიღების მოლოდინი იქნება, შემდგომ იმედგაცრუებას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ამასთან, კოფი მიიჩნევს, რომ ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს MAP-ი არ სჭირდება. 

„მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებმა დაიწყონ მოლოდინების მართვა. არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატო-სთან, რამდენიც საქართველოს. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორ გზაზე არიან. ვფიქრობ, ქართველებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და ნატო-ს წევრობისთვის რამდენიმე წელიწადი მოთმენა ღირს. ამის პარალელურად შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მხარდაჭერა. ჩემი აზრით, არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული მოლოდინები. ახლა ნატო-ს ყოველი სამიტის წინ ქართველებს MAP-ის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატო-ს MAP-ის გარეშე შეუერთდა. სანამ MAP-ის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება MAP-ის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატო-ში გაწევრიანებას MAP-ი არ სჭირდება. თქვენ MAP-ი არ გჭირდებათ“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.

კოფის თქმით, ის ისურვებდა, რუსეთის შესაჩერებლად სამიტზე ნატო გამოვიდეს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის იდეით, მაკედონიის მიღებას ალიანსში, ასევე, საქართველოსთვის ცალკე კომუნიკეს მიძღვნას, რომელიც აღნიშნავდა რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ნატო კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის აზრით, კარგი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების ნაცვლად ნატო-საქართველოზე დისკუსიები სახელმწიფოების მეთაურების დონეზე გაიმართოს; კიდევ ერთი პრაქტიკული იდეა იქნებოდა, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მომუშავე ნატო-ს ცენტრის გახსნა საქართველოში.
ლუკ კოფი, ასევე, საუბრობს „ჰერიტიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მის მიერვე გამოთქმულ რეკომენდაციაზე რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ნატო-ს წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზე.

„ჩემი რეკომენდაციაა, ნატო-მ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას, თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატო-ში და მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატო-ში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ. მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატო-ში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს 42 სახელმწიფოს სახელით, გააკეთა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.


 
 
 
ივლისი
2018
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საქართველო და მსოფლიო
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას. 

ჰიზერ ნაუერტი - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

იანოშ ჰერმანი - სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი ატარებს
სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისი - სირიის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს იმ ფართო საერთაშორისო გაგებაზე, რომ „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია
„სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონები საქართველოს ნაწილია, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება და გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით დეკლარაციაში ალიანსის წევრები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერენ. აღნიშნული დოკუმენტი ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მიიღეს. 

კონგრესმენი კონოლი - ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით
მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ჩვენ არ ვაღიარებთ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს - 10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები
ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და ვიმედოვნებ, რომ ნატოს სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს
საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ვახორციელებთ ბევრი სხვადასხვა სახის საქმიანობას, რითაც უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე - შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც, -ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ განაცხადა.

პასკალ მენიე - საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში გაელ ასაიჯის შეხვდა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup