მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება

2018-03-07 12:02

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგრეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ანა ბრნაბიჩთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სერბეთის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მიხეილ ჯანელიძემ ბრნაბიჩს მიულოცა ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთით გაფართოების გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა ამ პროცესის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა გამოცდილების გაზიარების, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების სფეროში. სერბეთი დაინტერესებულია გაიზიაროს საქართველოს წარმატებული გამოცდილება საჯარო ადმინისტრირების, სამოქალაქო სერვისების და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით. 

სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მიესალმა ახლო მომავალში სერბეთში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტს, რომლებიც დაეხმარებიან სერბეთს ქართული ანალოგიით ერთი ფანჯრის პრინციპით რეგიონული სერვის ცენტრების შექმნაში. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სერბეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და თვითმართველობის სამინისტროს შორის გასულ წელს გაფორმდა. 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების მზარდ შესაძლებლობებს, აღინიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოს მიმდინარე წელს ეწვევა სერბეთის ბიზნეს დელეგაცია და თბილისი უმასპინძლებს საქართველო-სერბეთის პირველ ბიზნეს ფორუმს. 

სამინისტროს ინფორმაციით, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველო ასევე გამართავს პირველ მასშტაბურ ღონისძიებას სერბეთში, სადაც საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერბეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია. 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup