მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით

2018-05-01 12:41

 

მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ უმაღლეს შეფასებას აძლევს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ვეს მიტჩელმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 

„საქართველოს აქვს ამერიკის მხარდაჭერა. ჩვენ ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენ გაიღეთ ჩვენი საერთო საქმისთვის. ასევე ვაფასებთ იმას, რომ თქვენ ხართ მაგალითი ძალიან მღელვარე რეგიონში - საქართველო არის ძალიან ძლიერი სიმბოლო. მადლობას მოგახსენებთ თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე - ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორი“, - მიმართა ვეს მიტჩელმა გიორგი კვირიკაშვილს. 

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მასთან სატელეფონო საუბრიდან ძალიან მოკლე დროში საქართველოში ვიზიტისთვის, ასევე სახალხო დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ყველამ აღნიშნა და სათანადოდ დააფასა თქვენი ძლიერი გზავნილები აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ. საქართველო განუხრელად მიჰყვება ნატოსკენ და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ თანმიმდევრულ გზას და თქვენი დახმარება ამ გამოწვევებით აღსავსე გზაზე ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. 

„2017 წელი განსაკუთრებული იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. მინდა, გავიხსენო ვიცე-პრეზიდენტ პენსის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, განსაკუთრებით, მისი ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ნატოსა და ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ, გამოწვევებით აღსავსე გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის ნათელი გამოხატულება. ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე. ჩვენ მადლობელნი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არსებითი, უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსში გაწევრიანებისადმი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისადმი, თუმცა მოუწოდებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციის რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.

ირანის ელჩი – ვერანაირი ქარიშხალი და გრიგალი ირან-საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
ვერანაირი ქარი, ქარიშხალი და გრიგალი ირანსა და საქართველოს ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. 

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


 
 
 
ივლისი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5
6 7
8
9
10
11
12
13 14
15
16
17
18
19
20 21
22
23 24 25 26 27 28
29 30 31
საქართველო და მსოფლიო
დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერს შეხვდა
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.

ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს აირჩევს
დღეს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილია. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის კანდიდატურის თაობაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები რამდენიმე დღე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ შეირჩა კომპრომისული - ვარიანტი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა
ჩვენ ყოველთვის ღიად და აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განუცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რაც ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საჭიროა
ჩეხეთი დაინტერესებულია ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით როგორც ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო სფეროში, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრშიჩეკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეუთოს კომიტეტის მოწოდებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ეხმაურება. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევონ გალუსტიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება ცალმხრივი და ანგაჟირებულია, რომელიც ღიმილსა და სინანულს იწვევს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული პირველი რეზოლუცია არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის არჩევით სავარაუდოდ, საკმაოდ გაძლიერდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კარგია
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გერმანიაში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბრემენის უნივერსიტეტს მეცნიერ-თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მშვიდობის კორპუსი ამერიკის და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა
მშვიდობის კორპუსმა 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გამართა. ფიცის დადების ცერემონიას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა. როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, მშვიდობის კორპუსი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის სიმბოლოა.

მადლენ ოლბრაითი - საქართველოს და უკრაინას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ნატო-ს წევრები გახდნენ
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია უნდა დარჩეს ახალი წევრებისთვის. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა პრაღაში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა
21 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება Human Rights of Conflict Affected Population in Georgia გაიმართა.

სტივენ ნიქსი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონათან კატცი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია
ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, რადგან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაძლიერება და განვითარება, - ამის შესახებ აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კატცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარკ გრინი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას მომავალშიც განაგრძობს
საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა.

ლინდსი გრემი - საქართველო დემოკრატიისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ლიდერია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოსადმი დახმარება მუდმივად დგას სენატის დღის წესრიგში. ბახტაძის თქმით, სწორედ ლინდსი გრემის ინიციატივით, საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსადმი დახმარების ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup