მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტარებთან საქართველოს შესახებ მისაღებ რეზოლუციას და ახალ სამშვიდობო ინიციატივას განიხილავს

2018-05-08 12:36

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებთან ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მისაღებ რეზოლუციას და ახალ სამშვიდობო ინიციატივას განიხილავს.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაცია აპირებს, მოინახულოს ხელოვნური გამყოფი ხაზი ზუგდიდის მიმართულებით და ადგილზე გაეცნოს ვითარებას.

„დღეს ვისაუბრებთ არსებულ სიტუაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვექმნება ყოველდღიურად, მაგრამ ამავდროულად იმ ძალისხმევაზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. მას უკვე გააჩნია ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა და ჩვენს პარტნიორებთან ამაზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ მალე იქნას მიღებული სპეციალური რეზოლუცია საქართველოზე, კონფლიქტზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი გვიცხადებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საკითხებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რეზოლუციის მიღება. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტიდან მაქსიმალურად ობიექტურად ინფორმირებული იყვნენ. მათ ამ ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. თავად აპირებენ მოინახულონ ხელოვნური გამყოფი ხაზი ზუგდიდის მიმართულებით, ვინაიდან ადრე იმყოფებოდნენ ცხინვალის მიმართულებით. მგონია, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდებით შესაძლებელი იქნება, რომ ობიექტურად აისახოს არსებული ვითარება რეზოლუციაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

წყარო: ,,http://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup