მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ახალი ამბები ვახტანგ ყოლბაია პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

2018-05-31 12:16

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლაში პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

პროექტი ავსტრიის სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სპორტული ინფრასტრუქტურის სპორტული და სათამაშო მოედნების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასა და განმტკიცებას.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მის როლზე ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ინგირის №2 საჯარო სკოლისათვის სპორტული ინვენტარის გადაცემა.

პროექტი ავსტრიის სპორტის სამინისტროს, ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. 

ღონისძიებას ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

წყარო: ,,http://abkhazia.gov.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup