მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე - ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ გააჩნია

2019-09-09 16:31

 

მზად ვართ აფხაზურ საზოგადოებასთან გვქონდეს დიალოგი, განვახორციელოთ არაერთი პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ იქნება მიმართული,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ქეტევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო რჩება გაცხადებული კურსის ერთგული და დიალოგის საჭიროება დღეს ისე დგას, როგორც არასდროს.

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ.არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესს ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

„ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - არც ე.წ. პირველი ტური და არც ე.წ. მეორე ტური ამ მხრივ ერთმანეთისაგან არ განსხვავდება - ე.წ. არჩევნების პროცესს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია სამართლებრივად. რა თქმა უნდა, იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოდევნილია და მათი ნება უგულებელყოფილია.

გარდა იმისა, რომ შედეგები არალეგიტიმურია, სიტუაცია შიგნით საკმაოდ დაძაბული და არაერთგვაროვანია, რაც ე.წ. შიდა პოლიტიკურ პროცესებში იგრძნობა. საზოგადოების განწყობები საკმაოდ კრიტიკულია ზოგადად სიტუაციის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონში მზარდი მილიტარიზაციისა და ძალიან ბევრი სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემის ფონზე ჩამოყალიბდა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პროცესები მშვიდობიანად წარიმართოს და მოსახლეობის უსაფრთხოებას რაიმე რისკი არ შეექმნას. მოსახლეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეტევან ციხელაშვილმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: ,,https://www.interpressnews.ge"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ
ჩეჩნეთის რესპუბლილის მეთაურმა რამზან კადიროვმა გროზნოში აფხაზეთის ე.წ. მდივანი მუჰამედ კილბა მიიღო.  აფხაზეთის ე.წ. მდივანი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას დავალებით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პერსუბლიკაში, მას თან ახლდა ბიზნესმენი მუს კელიგოვი. შეხვედრა მიმდინარეობდა გროზნოს რეზიდენციაში, სადაც ორივე მხარემ განიხილა ის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სპორტული  კავშირი, რაც ორივე ე.წ. რესპუბლიკას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშები იყო გამოფენილი. ქართული ჩაის ნიმუშებს შორის წარმოდგენილი იყო ქუთასიში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ მიერ წარმოებული ჩაი.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.

 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup