ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ქეთევან ციხელაშვილი - მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, განგრძობითი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტია

2019-12-05 16:11

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" სიტყვით გამოვიდა. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტზე და ამით გამოწვეულ ჰუმანიტარული კრიზისზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაზე, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ევროინტეგრაციის კუთხით ძალიან ბევრს მიაღწია. ციხელაშვილის განმარტებით, რეფორმების თვალსაზრისით იგი რეგიონში წამყვანი ქვეყანაა და არაერთი ხელშესახები შედეგი არსებობს. მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოების, ადამიანის უფლებების, ტურიზმის, ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისათვის, უვიზო მიმოსვლის მიღწევით.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ათასობით კილომეტრის იქით, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებში, რამდენიმე მეტრში ვერ ახერხებს გადაადგილებას რათა სამეურნეო მიწაზე მივიდეს, სასაფლაო მოინახულოს, ან მეზობელს ხელი ჩამოართვას, რადგან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ორი რეგიონის იზოლირებას ახდენს.

„დღეს ვისაუბრე კონკრეტულ პრობლემებზე, ადამიანებზე, რომლებიც სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ იმ პირობებში, როცა ერთადერთი გადასასვლელი ახალგორის მიმართულებით უკვე მესამე თვეა ჩაკეტილია და ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი გვაქვს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს, ვთხოვე, რომ ამის თაობაზე ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერონ, რადან ეს კრიტიკული ჰუმანიტარული საკითხია.

ვისაუბრე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე, რომელიც ყველა მცდელობის მიუხედავად დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება, რაც მიუღებელი და გაუმართლებელია. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აქცია გამართა მის მხარდასაჭერად და პროტესტის გამოსახატავად იმ უკანონობის მიმართ, რომელსაც ადგილი აქვს. მე მივმართე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს სხვა ქვეყნებიდან, რომ მათაც შეუერთონ ხმა, რადგან ეს არის გამოვლინება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მიმართ, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, არამედ მთლიანად იმ პოლიტიკისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, - განაცხადა ციხელაშვილმა. .

მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, განგრძობითი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტია.

„ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი დღის წესრიგში ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა დავეხმაროთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, შევძლოთ ერთიანად და ქმედითად ვუპასუხოთ მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს - გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფით, ადამიანის უფლებების დაცვით და იმ მახინჯი პრაქტიკის შეწყვეტით, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების წამოჭრა რუსეთთან, აბსოლუტურად ყველა პარტნიორის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, ვიმუშაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის უფრო კომპლექსურ ხედვებზე. ჩვენ ამისთვის პროაქტიული სამშვიდობო ინიციატივები გვაქვს, რასაც მთელი მსოფლიო და მათ შორის ევროკავშირი მხარს უჭერს. სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან კონკრეტული და განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ხალხთა შორის კონტაქტისა და ნდობის აღდგენაში. ამით დაიმსხვრევა ის ხილული თუ უხილავი კედლები, რასაც რუსეთი მავთულხლართებითა და პროპაგანდით აგებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე აღინიშნა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2009 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება. იგი სამოქალაქო საზოგადოების 200-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირიდან. აქ აგრეთვე იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები.

წყარო: ,,https://www.interpressnews.ge/"


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ
ასურელი მამის, ღირსი ანტონ მარტყოფელის ( VI ს ) ხსენების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლები მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს სტუმრობდნენ და მონასტერში მოღვაწე ბერებს, რომელთა შორის ბევრი აფხაზეთიდან დევნილია, სურსათ -სანოვაგე შესწირეს. 

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის
კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის მიხეილ (ჩიტო) კაკაბაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამო თბილისი „არტ-ჰოლში“ 18 :00 საათზე დაიწყო.

აფხაზეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2013-2014 სასწავლო წლის აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX სს. 50-ანი წწ. ფერწერა“ გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX სს. 50-ანი წწ. ფერწერა“ გამართა.


 
covid.ge
call center
 
 
 
მარტი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup