მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

თეატრი ღია ცის ქვეშ

2020-07-07 18:04

 

თეატრი მაყურებელს უბრუნდება! 7 ივლისიდან პროექტის „100 სკამი ცის ქვეშ“ ფარგლებში სხვადასხვა თეატრი თავის საუკეთესო ნამუშევრებს ვაკის პარკის  ღია კინოთეატრში წარადგენს. 

ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო თეატრი მაყურებლის გარეშე დარჩა და ჯერ კიდევ უცნობია თუ როდის შეძლებს ის სპექტაკლების დახურულ სივრცეში ჩატარებას. სწორედ ამიტომ სხვადასხვა მსახიობისა და თეატრის ადმინისტრაციის ინიციატივით, 7 ივლისიდან  11 აგვისტომდე, ვაკის პარკის ღია კინოთეატრი „კლუბი 33ა“ მაყურებლისთვის სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ ჩაატარებს. 

 

 

ამ საინტერესო პროექტს, რომელიც ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ვაკის პარკის ღია კინოთეატრის ტერიტორიაზე გაიმართება, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრიც შეუერთდა და სტუმრების წინაშე სპექტაკლით „იაკიში და პუპჩე“ 14 ივლისს, 22:00 საათზე წარსდგება.

 


 

 

 

სპექტალში, რომლის ავტორიც დავით საყვარელიძეა და მონაწილეოებნ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიცაა ჯანო იზორია, ნინო შავგულიძე, ნიკოლოზ წერედიანი და სხ. მონაწილეობენ, სევდიანი კომედიაა მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ, რომელსაც ცოლად შერთავენ ასევე მახინჯსა და ღარიბ პუპჩეს. თავგადასავალი მაშინ იწყება, როდესაც ნათესავები აღმოაჩენენ, რომ წყვილს ხორციელთათვის წმინდა ცნების “ინაყოფიერეთ და გამრავლდით” აღსრულება არ შეუძლია. სასოწარკვეთილნი იწყებენ გამოსავლის ძებნას“.

 


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup