მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

რუსლან აბაშიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2020-11-12 12:54

აზერბაიჯანის საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. შეეხნენ ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საბოლოოდ რეგიონში მშვიდობის დამყარებით დასრულდა. რუსლან აბაშიძემ ელჩს ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა. შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, საელჩოს პირველი მდივნები სეიმურ ილიასლი და ანარ რასულოვი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ნოემბერი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3
4
5 6 7 8
9
10
11
12
13 14 15
16
17
18
19
20
21 22
23
24
25
26 27 28 29
30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup