შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს თბილისში სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.
2021-01-11 16:40

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მონაწილეობით Საქართველოს რეგიონებში გრძელდება საქველმოქმედო აქცია 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.