ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

2021-01-14 14:35

,,14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ჩვენ დროშასთან მივდივართ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სადღესასწაულო და ამავე დროს ყველაზე სამწუხარო დღეებში; მაგრამ დროშის დღე არის მისთვის ღირსი პატივის მიგების დღე. დროშისთვის, რომელიც აღმართულია ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, ოკუპანტების პირისპირ, ჩვენს თავდაცვის ძალებში, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ამაყად წარმოადგენს ჩვენსეროვნულ ერთიანობას, ძლიერებას, შეუვალობას, საქართველოს გეზს, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების. თითქოს პატარა ხუთჯვრიანი ნაჭერი, სინამდვილეშიჩვენი წინაპრების ანაბეჭდების, მათი სულისკვეთების მატარებელია, რომელიც გადმოგვეცა და რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ეროვნული თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის სიმბოლო საუკუნეთა სიღრმეებიდან იღებს სათავესდა დღესაც განასახირებს საქართველოსდამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სულიერ ღირსებულებებს. სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველივე დღეებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა მიუხედავად იმ გმირული სისხლისა, რომელიც ატყვია მის სპეტაკ ველს, ისევ ფრიალებს და წინ მიუძღვება ქვეყანას უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისაკენ. 14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთმეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, თავისუფალი სულის და ღირსების მქონეადამიანებს და დავანახოთ მათ შთამომავლობას, რომ დროშა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, რომლისთვის მათ სიცოცხლე გაიღეს დღესაც აღმართულია ამაყად. დღეს ჩვენი ჯერია მისი აღმართვის, დღეს ჩვენ ვქმით ამ დროშას და სამშობლოს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!” -აღნიშნულია ჰერალდიკოს საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
აპრილი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   
1
2
3 4
5
6
7
8
9
10
11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup