ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებებში პროგრესზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება მაშინ, როდესაც იქნება წინსვლა და არა მხოლოდ ინციდენტების პრევენცია

2021-10-13 14:45

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ფორმატის შეფასებაზე საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის ექვსპუნქტიანი შეთანხმება შესრულდეს, რისთვისაც ჟენევის მოლაპარაკებები დაიწყო.

როგორც დარსალია აცხადებს, ჟენევის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

ამასთან, დარსალია აღნიშნავს, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროგრესი ძალიან ნელია, თუმცა გარკვეული როლი ინციდენტების აღკვეთაში გააჩნია.

„ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის მნიშვნელობა გამომდინარეობს იქიდან, თუ რის გარშემოა თავად ეს ფორმატი შექმნილი. ეს არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისთვის შექმნილი პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება გულისხმობს სტატუსკვოზე დაბრუნებას, რომელიც 2008 წლის ომამდე იყო, რაც პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ. შესაბამისად, ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს და მნიშვნელოვანია წინსვლა. პროგრესი ექვსპუნქტიანი შეთანხმების ძალიან ნელია, თუმცა თავად ამ პროცესის არსებობა თავისი კომპონენტებით, როგორიც არის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის ჯგუფები, გარკვეულწილად თამაშობს როლს ინციდენტების სრულად აღკვეთაში არა, მაგრამ ოდნავ შემცირებაში მაინც, რაც არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. თუმცა, პროგრესზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება მხოლოდ, მაშინ როცა გვექნება წინსვლა და არა მხოლოდ პრევენცია გარკვეული ინციდენტების“, – განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ოქტომბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup