ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ტოივო კლაარი - ძალის გამოუყენებლობა, დევნილების საკითხი არის ძირითადი ელემენტები ჟენევის დისკუსიისა, იმედი გვაქვს, სასარგებლო მსჯელობა გვექნება

2021-10-13 15:07

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ტოივო კლაარის განცხადებით, ძალის გამოუყენებლობა და დევნილების საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე დისკუსიის ძირითადი ელემენტებია.

მისივე თქმით, როგორც თანათავმჯდომარეები, ეცდებიან, მოლაპარაკებებზე განსაკუთრებით წამოწიონ ეს საკითხები.

ტოივო კლაარის განმარტებით, აქვთ იმედი, რომ სასარგებლო მსჯელობა გაიმართება.

„ჟენევაში ვიმყოფებით, რადგან თავად დისკუსიის ფორმატია მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საკითხებს, საკთხები იგივეა, ძალის გამოუყენებლობა, დევნილები – ეს არის ძირითადი ელემენტები ჟენევის დისკუსიისა. ჩვენ ვეცდებით, როგორც თანათავმჯდომარეებმა, ამჯერადაც განსაკუთრებით წამოვწიოთ ეს საკითხები და გვაქვს იმედი, რომ სასარგებლო მსჯელობა გვექნება. ჟენევის დისკუსიები ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვიმედოვნებ, ამ რაუნდის შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრაზე უფრო არსებითი მსჯელობა შედგება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩორჩანას თემა, ან ამ დრომდე ჩაკეტილი გადასავლელები. ერთი თვის წინ, ცხინვალში ვიზიტისას სწორედ ამ თემებზე გავაკეთეთ აქცენტი. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაგრძელებთ და ვცდილობთ ამ საკითხების მეტად აქტივაციას და წინ წამოწევას. ვიტოვებ იმედს, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებები იმართება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ოქტომბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup