ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ვეტერანების დღესთან დაკავშირებით

2021-10-17 14:37

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მინდა მივმართო ყველას,  ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა. 

ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა,  ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას.  

საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს.

უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი  თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ.

ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული.

უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
იანვარი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22 23
24
25
26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup