ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კვირეული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2021-10-19 13:22

2021 წლის 15 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა სსუ-ის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან. შეხვედრა შედგა საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში, პროექტით „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ (E-PSY) .
ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს სწრაფვაზე ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიმზიდველობაზე, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციაზე, პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ (E-PSY) მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის სსუ-ის გამარჯვება, რადგანაც უნივერსიტეტი, თავისი არსებობის მანძილზე, პირველად გახდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი.