ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთიდან დევნილები კოლეჯ „მოდუსში“ პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან

2021-11-04 19:08

 

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ბენეფიციარი კოლეჯ „მოდუსში“ პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გაივლის.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს საჩუქრად შედუღების აპარატები გადაეცემათ.
დღეს, პროგრამის მონაწილეებს აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” დირექტორ ვახტანგ ფოჩხუათან ერთად შეხვდა და სასწავლო პირობებს ადგილზე გაეცნო.

პროფესიული გადამზადების პროგრამა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ფონდის „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ და კოლეჯ „მოდუსის“ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მიზანია დევნილი ბენეფიციარების სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
იანვარი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22 23
24
25
26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup