ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივამ პარლამენტში მორიგი მხარდაჭერა მოიპოვა

2021-11-16 15:19

 
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა განიხილა და მესამე მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე.


 

აღნიშნულის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და ამავე ნიშნით განადგურების  შესახებ პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნად ფიქსირდება. კანონპროექტი ითვალისწინებებს სხვა ცვლილებებსაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პირობებში ყველა ამ ცვლილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

პარლამენტის კულტურის კომიტეტს კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი  „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  გაიმართება.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
იანვარი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22 23
24
25
26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup