ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

7 იანვარს, მართლმადიდებლურმა სამყარომ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნა.

2022-01-13 11:55

 

თბილისსა და რეგიონებში საშობაო ალილო კოვიდპანდემიის გამო წელსაც განსხვავებული სახით ჩატარდა. მორწმუნეები და სასულიერო პირები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თბილისის ქუჩებში საშობაო მსვლელობა ავტომობილებით მოაწყვეს. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ კარავში მიეტანათ საშობაო ნობათი და შემოწირულობები, რომელიც მოგვიანებით ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გადაეცემათ.
საშობაო ალილოზე მღვდელმსახურებმა დედაქალაქი გალობითა და ლოცვით შემოიარეს და მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცეს.
მოსახლეობას შობის დღესასწაული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. რესპუბლიკის მოედანზე ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმაც გადასცეს.
ტრადიციადქცეულ ალილოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საშობაო ალილო ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისი აღევლინა.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
იანვარი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22 23
24
25
26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup