ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

რუსლან აბაშიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა

2022-06-09 19:55

 

„2022 წლის 8 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, 95 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც მსოფლიოში გავრცელებული პოზიციის გამოხატულებად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თითოეულ ქართველ დიპლომატს გაწეული შრომისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა არის საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება და ძალიან ფართო და უფრო კონკრეტული ხდება. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ოკუპაციის პრობლემა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. რეზოლუციას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მნიშვნელობასთან ერთად აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც, რადგან საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ყოველწლიურად გამოიყენოს ერთ-ერთი პლატფორმა რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად. ქართულ სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

http://abkhazia.gov.ge/news/9945

New layer...

 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ივნისი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1 2 3 4 5
6
7 8
9
10 11 12
13 14
15
16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup