ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

რუსლან აბაშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა ზუგდიდში ჩირის საწარმო გახსნეს

2022-09-13 14:50

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ ქალაქ ზუგდიდში ჩირის საწარმო გახსნეს. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. სტუმრები ასევე ჩირის საწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

სოციალურ საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდნენ. საწარმო ათასობით აფხაზეთიდან დევნილს მოემსახურება და მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს მოსავლის რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ.

პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის“ ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის „პრაქტიკული რეკომენდაციები ხილ-ბოსტნეულის ჩირებისა და ცუკატების წარმოების საკითხებში“ პრეზენტაცია, რომელიც დამწყებ მეწარმეებს მცირე ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ

 


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ოქტომბერი
2022
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup