მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა

2015-03-25 18:02

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით  გაიმართა, რომლის მიზანიც  აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გაცნობა, ასევე  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეებს აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობის  ძეგლების მდგომარეობაზე, კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და  სამომავლოდ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა, რომლებშიც  სხვა ეროვნების ახლაგაზრდებიც ჩაერთვებიან.

„ყოველთვის საინტერესოა შეხვედრა ახლაგაზრდობასთან, განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდობასთან. თბილისის პირველ სკოლა-გიმნაზიას გამორჩეული კონტინგენტი ჰყავს. ამიტომაც ჩემთვის ძლიან მნიშვნელოვანი იყო, რომ  შეხვედრის ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისგან და დირექციისგან მოდიოდა.  აქ  ხომ აფხაზეთიდან დევნილი ბევრი მასწავლებელი მუშაობს. ჩვენმა შეხვედრამ ცხადყო, რომ  ახალგაზრდებს აინტერესებთ აფხაზეთი. საამაყოა, რომ აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის მიმართ ინტერესი არამც თუ არ დაუკარგავს მოსწავლე ახალგაზრდობას,  პირიქით  სამომავლო  ქართულ-აფხაზურ ერთობლივ  პროექტებზეც ფიქრობენ, რომელსაც  მათი აზრით, პოლიტიკური აკრძალვები წინ ვერ აღუდგება.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ ძალიან გონიერი ახალგაზრდები – მეათე კლასელებთან საუბარმა დიდი სიამოვნება მომგვარა.  შევთანმხდით, რომ მათთან ვითანამშრომლებთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პროექტებში, რომლებიც ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. ამ საკითხებში თანამშრომლობისთვის მათ მზადყოფნას  მივესალმებით“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კლასიკური გიმნაზიის სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე, აფხზეთიდან დევნილი პედაგოგები და უფროსი კლასის მოსწავლეები. შეხვედრა კითხვა-პასუხის წესრიგით წარიმართა და აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით შექმნილი ფილმების ჩვენებით დასრულდა. ვახტანგ ყოლბაიამ გიმნაზიის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

 

წყარო: "„Abkhazia News“ "


 
 
თქვენთვის საინტერესო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილ ბავშვებს „ჯინო ფარადაისმა“ უმასპინძლა
29 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise"-მა უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა პარკს აფხაზეთის №2 და №3 სკოლების 270 ბავშვი, ცხინვალის რეგიონიიდან დევნილი 50 მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გლდანის მზრუნველობამოკლებული სახლის აღსაზრდელებიც სტუმრობდნენ.

დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთისა“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ორგანიზებით, 14 აპრილს - დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა.

ზუგდიდსა და ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველწლიური სპორტული თამაშები ჩატარდა
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების საყურადღებოდ!
USAID-ის პროექტმა „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ ( YES-Georgia) რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და PH International-ის მიერ USAID-ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით, დაიწყო ახალი ინოვაციური პროექტი. პოექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას სტაჟირების პროგრამების გავლით.


 
covid.ge
call center
 
 
 
აგვისტო
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     
1
2
3
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup