შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
2015-04-03 12:01

3 აპრილს, 13:00 სთ-ზე ვალერი არქანიას სახ. გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ხელნაკეთი ნამუშევრები დამზადებულია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის ,,შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა შშმ მოზარდებისთვის“ფარგლებში .
27თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით 15 მოზარდისთვის განხორციელდა შშმ ბავშვების შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკული კურსი, რომელიც სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებით შემუშავდა. მოზარდებთან სხვადასხვა ჯგუფში იმუშავეს ,,ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის „თანადგომა“-მ, რომელთაც ამ მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. საბოლოოდ, პროექტის ბენეფიციარებმა სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ხელნაკეთი სუვენირების დამზადება ისწავლეს. პროგრამა ამასთანავე ხელს უწყობს შშმ მოზარდების გონებრივი, ფიზიკური და შემეცნებითი უნარების განვითარებას, მათი სოციუმში ინტეგრაციის პროცესს.


წყარო: „ აფხაზეთის ა/რ მთავრობის ოფიციალური გვერდი“