მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე აფხაზეთში ჩასვლას ითხოვს

2015-04-14 17:18

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე აფხაზეთში ჩასვლას ითხოვს.

„გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმასახურების მიღების შესახებ, რომელთაც ითხოვეს ეპისკოპოსის კურთხევა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეისათვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა. ერთნი ცდილობენ კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი რუსეთის ეკლესიას იგივეს სთავაზობენ. ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებლი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო.
თავის მხრივ საქართველოს ეკლესიამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მზაობა იმისა, რომ ჩვენი მოძღვრები ჩავიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება, აფხაზეთში შესვლას ასევე ითხოვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომ თავის უშუალო იურისდიქციაში მყოფ ეპარქიაში მოინახულოს სამწყსო, მაგრამ, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო, ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო: "„Abkhazia News“ "


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
covid.ge
call center
 
 
 
ივლისი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup