მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა

2015-04-15 14:06

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთისა“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ორგანიზებით, 14 აპრილს - დედაენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დედაენის ძეგლთან აღინიშნა. სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთმა“ და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირმა „მომავლის ხმა“აქ დედაენის დღისადმი მიძღვნილი სასწავლო - საგანმანათლებლო შემოქმედებითი პროგრამა წარმოადგინა.

დედაენის დღის მნიშვნელობაზე დამსწრეთ ესაუბრა აფხაზეთისგანათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. მან აღნიშნა: „ეს თარიღი 1978 წლიდან გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში, 14 აპრილს ქართველი სტუდენტობა და ინტელიგენცია წინ აღუდგა ქართული ენის დაკნინებისა და მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის წართმევის მცდელობას. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდ თაობაში დედაენის დღის რეალური არსისა და ქვეყნის თავისუფლების აუცილებლობის სიღრმისეულ გაცნობიერებას“.


აფხაზეთის #2 და #3 საჯარო სკოლებისა და კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში მცხოვრებმა მოზარდებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - ,,ო, ენავ ჩემო“, ,,ანბანთქება“, გამონათქვამები დედაენაზე, დედაენის გაცოცხლებული გმირები, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ნახატების გამოფენა-კონკურსი - ,,ჩვენ, იაკობი და დედაენა“... მოზარდების კომპოზიცია მოისმინეს და მათი ნახატები დაათვალიერეს ქ.თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა გელა დუმბაძემ.

დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები შეასრულა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,შავლეგომ “.
შემდეგ სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთის“ თანამშრომლები მოზარდებთან და მათ მშობლებთან ერთად საქართველოს მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ და იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები დაათვალიერეს.

 

წყარო: "აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის სამინისტრო"


 
 
თქვენთვის საინტერესო
ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით  გაიმართა, რომლის მიზანიც  აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტების გაცნობა, ასევე  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დევნილ ბავშვებს „ჯინო ფარადაისმა“ უმასპინძლა
29 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise"-მა უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა პარკს აფხაზეთის №2 და №3 სკოლების 270 ბავშვი, ცხინვალის რეგიონიიდან დევნილი 50 მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გლდანის მზრუნველობამოკლებული სახლის აღსაზრდელებიც სტუმრობდნენ.

ზუგდიდსა და ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველწლიური სპორტული თამაშები ჩატარდა
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების საყურადღებოდ!
USAID-ის პროექტმა „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ ( YES-Georgia) რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და PH International-ის მიერ USAID-ის პროექტთან „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) თანამშრომლობით, დაიწყო ახალი ინოვაციური პროექტი. პოექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას სტაჟირების პროგრამების გავლით.


 
covid.ge
call center
 
 
 
ნოემბერი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3
4
5 6 7 8
9
10
11
12
13 14 15
16
17
18
19
20
21 22
23
24
25
26 27 28 29
30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup