მთავარი ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია გაიმართა

2015-05-18 11:13

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის V საანგარიშო - საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართევლოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ცნობილი ფეხბურთელები: ვლადიმერ ბარქაია, ალექსანდრე ჩივაძე, სერგო ფიფია, ოთარ გაბელია, გრიგოლ ცაავა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენციას უძღვებოდა მერაბ დგებუაძე .
მურად ანჯაფარიძემ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და ამ წლებში ფედერაციის აღმასკომისა და აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.


კონფერენციაზე მიწვეულმა დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მეორე ვადით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მურად ანჯაფარიძის არჩევას. ახალი აღმასკომის შემადგენლობაში არიან ვლადიმერ ბარქაია, გია გვაზავა, მერაბ დგებუაძე, კონსტანტინე კუჭუხიძე, ენვერ თოლორდავა, დიმიტრი ჯაიანი, მურმან ფარფალია, ბესო ჩიხრაძე, გიგლა ძანძავა და ალექსანდრე წულაია.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ფედერაციებში არსებული პრობლემების განხილვა, ფინანსური სახსრების ალტერნატიული წყაროების მოძიება, ფედერაციებსა და აფხაზეთის ავტონომიურ ხელისუფლებას შორის სამომავლო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ფედერაციების მიერ სამომავლო ინიციატივების განსაზღვრა და წინადადებების წარმოდგენა.

 

წყარო:  „ აფხაზეთის  ა/რ მთავრობის ოფიციალური გვერდი“


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელშეწყობა IBSU-ს მიერ უცხო ენების შესწავლის შეთავაზების გზით.


 
covid.ge
call center
 
 
 
ნოემბერი
2020
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3
4
5 6 7 8
9
10
11
12
13 14 15
16
17
18
19
20
21 22
23
24
25
26 27 28 29
30
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup